სანაკრებო პაუზით გამოწვეული შესვენების შემდეგ, 13 დეკემბერს ჩემპიონატი ბათუმში განახლდა, სადაც ადგილობრივმა კლუბებმა საშინაო შეხვედრები გამართეს.
"დინამო ბათუმის" მეტოქე ამ ტურამდე მათი სატურნირო "მეზობელი" "თბილისი ვარიორსი" იყო. განსაკუთრებით საინტერესო და დაძაბული მატჩის პირველი ტაიმი გამოდგა. შეხვედრის დასაწყისშივე მასპინძლები ორი ბურთით დაწინაურდნენ, თუმცა მალევე, თბილისელებმა ჯერ ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს და შემდეგ დაწინაურნდნენ კიდეც. ამის შემდეგ გუნდებმა გოლები კიდევ გაცვალეს, სტუმრები ტაიმის მოგებასთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ პირველი ნახევარი
რადიკალურად განსხვავებული გამოდგა მატჩის მეორე ტაიმი. მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა და ეს გუნდი "დინამო" იყო, რაც საბოლოო ანგარიშზე აისახა კიდეც - 15-5 აჭარელთა სასარგებლოდ. ბათუმელთა რიგებში 4 გოლით და 3 შედეგიანი გადაცემით მათი კაპიტანი კახი თოდაძე გამოირჩა.
დაგეგმილი სამი ქულისთვის უნდა ეთამაშა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლუბს, რომელსაც მეტოქედ გათამაშების აუტსაიდერი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი ჰყავდა. მიუხედავად მასპინძლის და ფავორიტის სტატუსისა, ბათუმელებს იოლი გასეირნება არ გამოუვიდათ.
შედეგიანი დასაწყისის შემდეგ მათ კიდევ ორი გოლი მხოლოდ ტაიმის მიწურულს გაიტანეს. აუცილებლად აღნიშვნის ღირსია, რომ სტუმრებმა პირველივე ტაიმში ვერ შეძლეს 10-მეტრიანი საჯარიმო დარტყმის გამოყენება. მეტ-ნაკლებად თანაბარი თამაში მეორე ტაიმის მხოლოდ პირველ ათ წუთში იხილა მაყურებელმა, როდესაც თბილისელებმა ერთი გოლის გაქვითვაც მოახერხეს. მატჩის ბოლო მეოთხედში მასპინძლებმა შეძლეს თავიანთი უპირატესობის განმტკიცება და "სტუდენტურ დერბიში" პირველი სამი ქულაც მოიპოვეს - 6-2.
13.12.2016. ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი. IV ტური
მფკ დინამო (ბთ) - მფკ თბილისი ვარიორსი 15:5 (4:4)
გოლები: 0:30’ შამილაძე (1-0), 03:44’ ნინიძე (2-0), 04:22’ გოგოლიძე (2-1), 06:14’ გოგოლიძე (2-2), 07:25’ აჰი ალფონსე ები (2-3), 13:42’ გ.მახარაძე (3-3), 18:16’ აჰი ალფონე ები (3-4), 19:17’ თოდაძე (4-4), 21:23’ ნინიძე (5-4), 21:33’ შამილაძე (6-4), 23:21’ დავითაძე (7-4), 25:00’ თოდაძე (8-4), 27:29’ გ.მახარაძე (9-4), 28:29’ თოდაძე (10-4), 29:07’ თოდაძე (11-4), 29:49’ გ.მახარაძე (12-4), 33:50’ ნინიძე (13-4), 34:36’ შამილაძე (14-4), 36:04’ გალოიანი (15-4), 37:38’ ესოუგუო (15-5)
გაფრთხილება: 06:10’ დავითაძე (დინ), 21:35’ გოგოლიძე (ვარ), 29:21’ ხახაშვილი (ვარ)
მფკ ბსუ (ბთ) - იბსუ 6:2 (3:0)
გოლები: 1:30’ მამულაძე (1-0), 15:52’ რუხაძე (2-0), 18:22’ სეფერთელაძე ს.კ (3-0), 28:24’ სეფერთელაძე (3-1), 30:54’ მამულაძე (4-1), 33:57’ ასამბაძე (5-1), 34:31’ დევაძე (6-1), 38:08’ მამაცაშვილი (6-2)
ტურის საწყის მატჩებთან შედარებით, კიდევ უფრო უხვგოლიანი გამოდგა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული შეხვედრები. სანაკრებო პაუზის შემდეგ სწორედ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული გუნდები შეხვდნენ ჩემპიონატის განახლებას ყველაზე კარგ ფორმაში.
მორიგი ზე-დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა მფკ "ტატიშვილმა", რომელმაც მფკ "მგლები" გამანადგურებელი სხვაობით - 16-1 დაამარცხა. ალექსანდრე ძაბირაძის შეგირდთაგან 5 გატანილი გოლით საუკეთესო იყო ვახტანგ კეკელია, პოკერი შეასრულა ლაშა სიგუნავამ.
ფავორიტის სტატუსის დამტკიცება არ გასჭირვებია ვიცე-ჩემპიონს, "სტუ-თელასს". ავთანდილ ასათიანის გუნდის მეტოქე მფკ "თბილისი" იყო. "ენერგეტიკოსებმა" თავიდანვე დამაჯერებლად დაიწყეს და საბოლოოდ 10-1 სძლიეს მეტოქეს.
გამარჯვებულთა რიგებში 4 გოლით და ორი საგოლე გადაცემით დავით ბობოხიძე იყო გამორჩეული.
ტურის ყველაზე საინტერესო მატჩი თბილისური დღის დასკვნით შეხვედრაში გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს მფკ "აგორა" და მფკ "აფხაზეთი" დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა თავიდანვე მაღალ ტემპში დაიწყო და სახიფათო მომენტების მხრივაც საკმაოდ დატვირთული გამოდგა. ამ მხრივ, მატჩის დასაწყისი აფხაზეთის ფეხბურთელთა უპირატესობით აღინიშნა, თუმცა ფეხბურთის დაუწერელი კანონის გამო პირველი ბურთი მათ კარში გავიდა, რასაც მალე მეორე გოლიც მოჰყვა. მიუხედავად ორივე გუნდის არაერთი მცდელობისა, მაყურებელმა ტაიმში კიდევ ერთი გოლი იხილა - "აფხაზეთმა" შეძლო ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება. სათამაშო ტემპი და სახიფათო მომენტები არც მეორე ტაიმს მოჰკლებია, ორივე გუნდი საკმაოდ სახიფათოდ უტევდა, თუმცა გოლები მხოლოდ ერთის კარში გადიოდა. მეორე ნახევრის 12-წუთიანი დაძაბული და შეუპოვარი ბრძოლის შემდეგ დავით წინწკალაძის ფეხბურთელებმა ბოლო რვა წუთში კიდევ სამჯერ შეძლეს მეტოქის დამწუხრება და საბოლოოდ დამსახურებული სამი ქულაც ჩაიწერეს აქტივში - 5-1.
"ტატიშვილთან" და "თელასთან" ერთად "აგორა" კვლავ წაუგებლად განაგრძობს ასპარეზობას.
ოთხი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს 12 ქულით მფკ "ტატიშვილი" ლიდერობს, რომელსაც ორი ქულით ჩამორჩება "სტუ-თელასი". 9 ქულით მესამე ადგილზე "დინამო ბათუმი" იმყოფება.
16.12.2016. თბილისის ოლიმპიური სასახლე. IV ტური
მფკ მგლები - მფკ ტატიშვილი 1:16 (0:9)
გოლები: 0:31’ ლუკავა (0-1), 06:04’ ჭანუყვაძე (0-2), 09:25’ სიგუნავა (0-3), 10:07’ ჭანუყვაძე 6მ. (0-4), 12:56’ კეკელია (0-5), 13:46’ კეკელია (0-6), 15:39’ მურცხვალაძე (0-7), 16:00’ ლუკავა (0-8), 18:55’ კეკელია (0-9), 27:53’ ლუკავა (0-10), 28:08’ სიგუნავა (0-11), 32:08’ კეკელია (0-12), 33:04’ სიგუნავა (0-13), 34:38’ კეკელია (0-14), 36:10’ მურცხვალაძე (0-15), 37:58’ სიგუნავა (0-16), 38:26’ მაჭარაშვილი (1-16)
გაფრთხილება: 14:38’ მინიონე სილა (მგლ)
გაძვება: 23:48’ მინიონე სილა (მგლ)
სტუ-თელასი - მფკ თბილისი 10:1 (5:1)
გოლები: 0:24’ თოფურია (1-0), 01:25’ ბობოხიძე (2-0), 05:57’ სებისკვერაძე (3-0), 06:46’ ბობოხიძე (4-0), 12:34’ ღუდუშაური (4-1), 14:58’ თოფურია (5-1), 25:55’ ბობოხიძე (6-1), 34:50’ სებისკვერაძე (7-1), 35:37’ ბობოხიძე (8-1), 37:41’ წვერავა (9-1), 39:48’ სოზაშვილი (10-1)
გაფრთხილება: 11:55’ სებისკვერაძე (თელ), 24:07’ მხითარიანი (თბ)
მფკ აგორა - მფკ აფხაზეთი 5:1 (2:1)
გოლები: 05:10’ დაჩანიძე (1-0), 08:14’ ალავიძე (2-0), 09:18’ ღუღუნიშვილი (2-1), 32:34’ ნიკვაშვილი (3-1), 35:10’ ნინოშვილი (4-1), 36:43’ ალავიძე (5-1)
გაფრთხილება: 08:14’ კვარაცხელია (აფხ), 29:45’ კორღალიძე (აფხ), 33:10’ ხარაიშვილი (აფხ)
ბომბარდირები: ლაშა სიგუნავა (მფკ "ტატიშვილი") – 9, სერგი მაჭარაშვილი (მფკ "მგლები"), დავით ნინიძე ("დინამო ბთ") - 8.
ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სილკ უნივერსალი", სპორტული ბრენდი "SALLER", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო Bella Costa.
მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge