მაკარიძის 10 სეივი და მოგება "ბენფიკასთან" - "მორიერენშე" თასის ფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 იანვარს, პორტუგალიის ლიგის თასის გათამაშების ნახევარფინალურ შეხვედრაში გიორგი მაკარიძის გუნდმა "მორეირენშემ" ლისაბონის "ბენფიკა" ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

"ბენფიკასთან" მატჩში "მორეირენშეს" კარს საქართველოს ნაკრების გოლკიპერი იცავდა, რომლის დადანაშაულება გაშვებულ ერთადერთ გოლში უსამართლობა იქნება. მეტიც, გიორგი მაკარიძემ მთლიანობაში ბრწყინვალედ ითამაშა და ამ შეხვედრაში ოფიციალურად 10 "სეივი" მიითვალა. 57-ე წუთზე ის გააფრთხილეს.

აღსანიშნავია, რომ "მორეირენშემ", რომელიც ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა, ქართველი მეკარის გარჯის წყალობით თასის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე "პორტუსაც" მოუგო (1:0).

- გიორგი მაკარიძის "სეივები" "პორტუსთან" მატჩში [VIDEO]

გიორგი მაკარიძესა და
"მორიერენშეს" ტიტულისთვის გადამწყვეტი ფინალური შეხვედრა 29 იანვარს, "ბრაგასთან" ელით.
მკითხველის კომენტარები / 21 /
ყოჩაღ, იქნებ ნაკრებში დაიმკვიდროს ადგილი ცუდ ლიგაში არ თამაშობს თან სტაბილური მეკარეა
გიორგი
27 იანვარი 2017 13:50
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული