"რუბინი" "ლოკომოტივს" საბა კვირკველიას 5 მლნ ევროდ დაუთმობს, შესაძლებელია დაკლებაც...

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინი" მზადაა საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია მოსკოვის "ლოკომოტივს" 5 მილიონ ევროდ დაუთმოს.

ქართველ მცველს ყაზანურ კლუბთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებს, დასახელებული თანხა კი პირის გასამტეხლოა, რომელიც ხელშეკრულებაშია მითითებული. როგორც ირკვევა, "რუბინი" მზადაა, "ლოკომოტივისგან" ადექვატური წინადადების შემთხვევაში, ფასის დაკლებაზეც იფიქროს, თუკი მოსკოვურ კლუბს ალექსეი მირანჩუკის ტრანსფერზე გაურიგდება. საქმე ისაა, რომ "რუბინს" "რკინიგზელთა" ნახევარმცველის შეძენა 5 მლნ ევროდ სურს, "ლოკომოტივი" კი 8 მლნ-ს ითხოვს.

როგორც "სპორტ ექსპრესი" იუწყება, ამ დროისთვის "ლოკომოტივს" ოფიციალური მიმართვა აქვს "რუბინისთვის" გაგზავნილი, სადაც კვირკველიას ტრანსფერში
მილიონი ევროს გადახდაზეა თანახმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების 24 წლის მცველს მიმდინარე სეზონში "რუბინის" შემადგენლობაში არცერთ ოფიციალურ მატჩში უთამაშია.

რუსეთის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში "რუბინი" და "ლოკომოტივი" 23-23 ქულით მეცხრე-მეათე ადგილებს იყოფენ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მაგას ნაღდად ძალით აფუჭებენ.
ილია
29 იანვარი 2017 02:20
0
"შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების 24 წლის მცველს "რუბინის" შემადგენლობაში არცერთ ოფიციალურ მატჩში უთამაშია" - ეს როგორ? აბა სად თამაშობდა?
odala
28 იანვარი 2017 21:15
0
კვირკველიას მონაცემების მცველი ან გერმანიაში ან ინგლისში უნდა თამაშობდეს, ამის აგენტი მოისუსტებს ან გაჩხირეს ცუდ კონტრაქტში უცბად ფულის გასაკეთებლად და ვეღარ გამოდის. დრო კი გარბის დაა უთამაშებლობა მარტო ფეხბურთელს ვნებს ყოველ მხრივ.
ნიკო
28 იანვარი 2017 18:58
0
არაფერსაც არ უშვებიან ისეთს რაც თავის ტავს არ დამართა.

მისი ფასი 5 მილიონიაო - ესეც სისულრლრა. თუ კარგად დააკვირდებით მათემატიკას ასე გამოდის

მირაჩუკი = 3 მილიონი + კვირკველია
ამერიკელი
28 იანვარი 2017 16:34
0
Maradona
Burton
28 იანვარი 2017 15:38
0
კაცს ჯერ სკამი ახეხინეს და კიდევ ვერ გაურკვევიათ უშვებენ თუ არა და, ან საერთოდ რას უპირებენ, მაგარი ნიჭიერი ბიჭია, ეროვნული ნაკრების ნათელი წერტილია და მეშინია ამანაც ანანიძის ბედი არ გაიზიაროს. :(
Maradona
28 იანვარი 2017 12:43
0
რას უშვრებიან და ძალით აფუჭებენ, ეს ..., ნეტა მოსცილდეს ამ რუსებს. ევროპის ვარიანტი გამოუჩნდეს, კარგი მონაცემები აქვს და ინგლისში ან გერმანიაში გაქაჩავდა.
ჯიმშელა
28 იანვარი 2017 12:20
0
რას უშვრებიან ამ ბიჭს.
სოსო
28 იანვარი 2017 11:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული