რუსი კომენტატორი: ასეთი გოლები ყიფიანს, გუცაევს, შენგელიას "დინამოს" სტადიონზე გაჰქონდათ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შეკრებაზე მყოფმა მოსკოვის "სპარტაკმა" დღეს, 28 იანვარს, პირველი ამხანაგური მატჩი "ჟილინა II"-თან ჩაატარა და მეტოქე ანგარიშით 5:1 დაამარცხა.

მოსკოველთა ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა ჯანო ანანიძე, თუმცა ის მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისშივე გამოჩნდა და მატჩის 88-ე წუთზეც გოლიც გაიტანა.

"მახსოვს, ასეთი გოლები ქართველებს ადრე "დინამოს" სტადიონზე გაჰქონდათ - ერთი შეხებით, ლამაზად... ასეთ გოლებს ყიფიანი, შენგელია, გუცაევი იტანდნენ, ჯანო კი ამ ტრადიციას აგრძელებს", - თქვა რუსმა კომენტატორმა ჯანოს გოლზე.
მკითხველის კომენტარები / 6 /
არ დამთავრდება, სანამ ჩვენი სამშომბლიდან არ გაეთრევიან!!!
tngh-s!!
29 იანვარი 2017 20:46
0
აღარ უნდა დამთავრდეს ყველაფერზე "რუსოფობიული" პრიზმით ყურება. კომენტატორმა გაიხსენა XX საუკუნის 80-ანი წლების მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, ჩვენი საამაყო თბილისის "დინამო" და პირადა ჩემგან, მადლობა მას, რომ არ ავიწყდება და სხვებსაც ახსენებს. თუნდაც "ბარსელონას" და ესპანეთის ნაკრების შედარება ჩვენს იმ "დინამოსთან" რამდენად საამაყოა!!!
tngh
29 იანვარი 2017 15:03
0
ჩენთან ყველაფერი უკუღმაა. სხვა ქვეყნის ფეხბურთელებიც თამაშობენ უცხოეთის კლუბებში, მაგრამ მათ მხოლოდ მაშინ ქომაგობენ, როდესაც ნაკრებში გამოდიან. ჩვენ კი ყველა იმ გუნდის ქომაგობას "გვაიძულებენ" სადაც ქართველი თამაშობს და ეს ნაწილობრივ სუსტი ეროვნული ჩემპიონატის დამსახურებაც არის.
გუჯა კახაძე
29 იანვარი 2017 12:05
0
ვეთანხმები ao–ს,მხოლოდ დავაზუსტებ,რომ ჩემთვის მთავრია როგორ ითამაშებს საქართვლოს ნაკრებში,თორემ სრულებით არ მაოინტერესებს და არ ვქომაგობ ქართველ ფეხბურტელთა კლუბებს,ხოლო მოსკოვის სპარტაკის მიმართ საერთოდ ქართველები გამსჭვალული ბიყავით სიძულვილით,როგორც იმპერიის კლუბისთვის,რომელსაც კრემლში ყავდა ქომაგები და მსაჯობიაც შესაბამისი იყო სპარტაკისთვის.ჩელებაძემ ჩვენი,ქართველების სიძულვილი არაფრად ჩააგდო,ფეხებზე დაიკიდა პრინციპები,ღირებულებები, ფული გააკეთა და შეიძლება ითქვას,რომ იძულებული გაგვხადა გვექომაგა ჯანოსთვის სპარტაკში
ზაზა
29 იანვარი 2017 11:12
1
AO მესის თამაშს როგორ საზღვრავ მაშინ არგენტინასა და ბარსას შორის? ესეგი მესიმ შენი თქმით ნაკრებში მინდორიდან ჰაერში უნდა იწეოდეს და დაფრინავდეს ბარსადან ნათამაშები თუ განსაზღვრე მესიზე.
gio
29 იანვარი 2017 06:31
0
ნაკრებში ტუ ვერ თამასობს სპარტაკშითუ რელაში როგორ ითამაშებს ეგ მე არ მაინტერესებს !ნაკრებსია მთავარი ჩემთვის ამით ვსაძღვრავ ფეხბურთელის ხარისხს
ao
29 იანვარი 2017 02:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული