Sportall.ge-ს მკითხველებმა იანვრის საუკეთესო ლეგიონერი გამოავლინეს
თვის საუკეთესო ლეგიონერი 11 ქულით იტალიური სერია A-ს ფორვარდი ლევან მჭედლიძე გახდა. მან იანვარში ორი გოლი გაიტანა ევროპის ერთ-ერთ ელიტურ ჩემპიონატში. აღსანიშნავია, რომ ლევანი ჩვენი დეკემბრის თვის რჩეულიცაა.
9 ქულით მეორე ადგილზე გავიდა პორტუგალიური პრიმეირას "მორეირენშეს" მეკარე გიორგი მაკარიძე. მაკარიძემ ამ თვეში პორტუგალიის ლიგის თასი მოიგო და ფანტასტიკურად ითამაშა.
4 ქულით მესამეა ჰოლანდიური ერედივიზიეს "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია.
ნომინანტთა შორის იყვნენ, მაგრამ ქულები არ მიუღიათ ჯაბა კანკავას ("რეიმსი", საფრანგეთი), ნიკა კაჭარავას ("ეთნიკოსი", კვიპროსი), ირაკლი შეყილაძეს ("ტუტოკუოიო", იტალია) და სანდრო კობახიძეს ("გიოზთეფე", თურქეთი).