"გლაზგო რეინჯერსი" მთავარ მწვრთნელად შოთა არველაძეს განიხილავს

AutoSharing Option
შოტლანდიური ფეხბურთის გრანდი "გლაზგო რეინჯერსი", რომელიც ამ მომენტისთვის მესამე ადგილზეა, უმწვრთნელოდაა და როგორც გაირკვა, კლუბის ხელმძღვანელობა, სხვა კანდიდატებთან ერთად, შოთა არველაძესაც განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ თავის დროზე შოთა ამ კლუბში 4 წლის განმავლობაში (2001-05 წლებში) თამაშობდა და "ჩაფრების" ერთ-ერთი ლიდერიც იყო. მის ანგარიშზე "რეინჯერსის" მაისურით ჩატარებულ 95 მატჩში გატანილი 44 გოლია.

ამ დროისთვის, "რეინჯერსის" გაწვრთნა იუარეს "ვალენსიას" ყოფილმა დამრიგებელმა პაკო აიესტარანმა და ფრანკ დე ბურმა. რაც შეეხება შოთა არველაძეს, ის ბოლოს ისრაელში მუშაობდა, სადაც თელ-ავივის "მაკაბის" მთავარი მწვრთნელი გახლდათ და ამ
გუნდთან ერთად ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზეც ითამაშა.

სხვადასხვა დროს შოთას "ქაისერისფორი", "ქასიმფაშა" და "ტრაბზონსფორიც" გაუწვრთნია, "ალკმაარში" კი ლუის ვან გაალის ასისტენტად უმუშავია.

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
შოთა, ძალიან გამიხარდება, თუ გლაზგოს რეინჯერს, ამ უძველეს ევროპულ გუნდს ქართველი გაწვრთნის, გისურვებ წარმატებებს.
gizog
12:48 22-02-2017
0
წარმატებები!
Temo
11:55 22-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული