[ლეგიონი] კახა ცხადაძის სკამი ალმათის "ქაირათში" შერყეულია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის ამჟამინდელმა გუნდმა ალმათის "ქაირათმა" ყაზახეთის ჩემპიონატში მორიგი ფრე ითამაშა და ადგილობრივ მედიაშიც ქართველი სპეციალისტის თანამდებობიდან გაშვების შესაძლებლობის შესახებ უმალ დაიწყო საუბარი.

4 აპრილს, ყაზახეთის სუპერლიგის V ტურის შეხვედრაში "ქაირათი" შინ პავლოდარის "ირტიშს" დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ იგებდა, საბოლოოდ ფრეს დასჯერდა - 1:1. "ირტიშის" შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა ლაშა დვალმა. აღსანიშნავია, რომ ეს "ქაირათის" ზედიზედ მეოთხე ფრედ დასრულებული მატჩია მიმდინარე ჩემპიონატში. ცხადაძის გუნდს 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა.

KazFootball.kz-ის ინფორმაციით,
ალმათის გუნდში ცხადაძის "სკამი შერყეულია" და ის, შესაძლოა, "ოკჟეტპესის" მწვრთნელმა ვლადიმირ მუხანოვმა შეცვალოს.

შეგახსენებთ, რომ კახა ცხადაძემ ალმათის "ქაირათი" გასული წლის აპრილში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ქვეყნის ვიცე-ჩემპიონობა და სუპერთასი მოიპოვა. "ქაირათში" ცხადაძის ასისტენტი გიორგი ჩიხრაძეა.

* * *
ამავე ჩემპიონატში, "ტობოლმა" კუსტანაიში 1:0 მოუგო "ორდაბასის". წაგებულთა შორის 76-ე წუთზე გამოჩნდა ოთარ მარცვალაძე, ხოლო გოგიტა გოგუას არ უთამაშია.

* * *
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში "ნიურნბერგმა" სტუმრად 0:1 წააგო "ჰანოვერთან". წაგებულთა რიგებში ლუკას ჰუფნაგელი 89-ე წუთზე შევიდა მოედანზე.

* * *
პოლონეთის თასის ფინალშია ლუკა ზარანდიას "არკა", რომელმაც პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გასვლაზე 3:0 მოუგო "სუვალკის", საპასუხო მატჩი კი შინ 2:4 წააგო და კინაღამ გადამწყვეტი მატჩის გარეშე დარჩა. ზარანდია მინდორზე 41-ე წუთზე გამოჩნდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
როგორც იქნა ზარანდია წამოდგა სათადარიგო სკამიდან.ბრავო.!
gode
12:19 05-04-2017
0
ვფიქრობ, თუ უფრო მონდომებით მოიძიებთ შეიძლება უფრო უარესი ინფორმაციის პოვნაც ან სულაც მოწინააღმდეგის გულშემატკივრებს დაუსვათ კითხვები კახას მუშაობის შესახებ. ყურადღების მისაქცევად სინდისიც კი არ უნდა გაყიდოთ.
gizog
16:54 05-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული