კახა ცხადაძის საჩუქარი "რუსთავს"

AutoSharing Option
ყოველთვის ასე იყო, დღესაც ასეა და მომავალშიც ასე იქნება - ქველმოქმედებას ფეხბურთშიც განსაკუთრებული ფასი ადევს. როგორც შევიტყვეთ, კახა ცხადაძემ მშობლიური ქალაქის გუნდს ახალი ეკიპირება შეუძინა.

ორი დღის წინ "რუსთავს" ცხადაძის საჩუქარი ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით მაღლაკელიძემ გადასცეს.

ცხადაძისათვის ეს პირველი ქველმოქმედება არ არის. ყველამ ვიცით, რომ 1992 წელს ის საკმაოდ სოლიდური თანხით შეეწია საქართველოს თავდაცვის ფონდს, 1994 წელს კი ეროვნულ ნაკრებს ფორმის სრული კომპლექტი გადასცა საჩუქრად, შარშან კი, ასევე სოლიდური
თანხით, რუსთავში მოხუცთა თავშესაფარს დაეხმარა.

რაც შეეხება საფეხბურთო კლუბ "რუსთავს", ამ დროისთვის ის საქართველოს რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობს. "ლელო" მის სპორტულ დირექტორს, ლევან სილაგაძეს გაესაუბრა.

"კახა ცხადაძეს ვესაუბრე ტელეფონით და მან თავად გამოთქვა მზადყოფნა, დაგვხმარებოდა ამ საკითხში და დაგვეხმარა კიდეც. ამისთვის მას დიდი მადლობა უნდა ვუთხრა, ისევე, როგორც "სალერის" ხელმძღვანელობას... ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ფეხბურთელებს მაქსიმალურად კარგი პირობები შევუქმნათ. სწორედ ისინი წყვეტენ მინდორზე ყველაფერს. ამიტომ იყო, საწევრო გადასახადის თემის მოგვარება საკუთარ თავზე რომ ავიღე. ჩვენს კლუბში მთავარი ღირებულება ფეხბურთელია და მიხარია, რომ ასეთი მიდგომა ამართლებს", - ამბობს სილაგაძე და ბოლოს გუნდის მიზნებზეც დასძენს:

"სტარტი შეიძლებოდა უკეთესიც ყოფილიყო. ჩემი აზრით, შედეგზე გავლენა მოახდინა კონკრეტულმა ეპიზოდებმა და ჩვენ ვმუშაობთ ამ შეცდომების გამოსწორებაზე. წინ კიდევ დიდი გზაა და ვფიქრობ, ჩვენი მუშაობა შედეგს გამოიღებს. ყველა ჯარისკაცი ფიქრობს გენერლობაზე და ჩვენც ვფიქრობთ უმაღლეს ლიგაში გადასვლაზე. ვინც ვარლამ კილასონიას იცნობს, ბადრი მაჭავარიანს იცნობს და მე მიცნობს, ეჭვი არ შეეპარება, რომ ასეც იქნება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ასპროცენტიანი ხარ!
მართალი - ს
11 აპრილი 2017 12:55
0
კახა უნდა ყოფილიყო საქართველოს ნაკრების მწვრთვნელი.
!
11 აპრილი 2017 11:29
0
ჭაობშია ქართული ფეხბურთი! ცხადაძე არის კარგი ადამიანი და საქართველოს ნაკრების შესანიშნავი თავკაცი იყო, მაგრამ კობი-კალას ტანდემმა ანტიქართულად იმოქმედეს! თემურ შაშიაშვილის საყვარელი გამოთქმა მინდა შეგახსენოთ-თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასო! ახლა გვაჭმევს კობი-კალა პანტას ,ჩვენდა სამწუხაროდ!
მართალი
10 აპრილი 2017 21:57
0
ყოჩაღ კახა, თქვენ ნამდვილი მამულიშვილი ხართ
mareti
10 აპრილი 2017 19:20
0
ფედერაცია რასაც უკეთებს დღევანდელ კლუბებს ისეთი დახმარება არასდროს მახსოვს აი შეწმული მილიონები კი. და გაქცეული პრეზიდენტი აფხაზეთში ბაკლიტ ხელსი რო აფხაზეთის დამოუკიდებლობას ადღეგრძელებდა რრაც სეეხება ცხადაძეს თუ ნგაქ კაცს და ტან რუსტაველიც ხარ დაეხმარო უნდა კიდეც ბევრი ესეთი დახმარებები გაუკეთებია იგივე ქინქლაძეს ქეცბაიას და შოთას ასე რო ეს ინდივიდუალირი საკითხია იგივე იაშკას და კობის.ბევრსააქ ფული მარა იმას ელოდებიან ყიფიანი გუცაევი და შენგელია როდის დაიბადება ქართულ ფეხბურთში რაც სასაცილო თემა მგონია სატირალი როარ იყოს.
quTaiseli
10 აპრილი 2017 17:26
0
ფედერაციის საკეთებელსაც აკეთებს, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში.
ფედერაციამ კიდე - სამსახურიდან გააგდო (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით).
lasha
10 აპრილი 2017 16:52
0
დიდი მადლობა კახის.
vep1963
10 აპრილი 2017 14:00
0
მაგარი კაცია კახა ! სხვებმაც მიბაძონ და ნელ-ნელა ავყვავდებით.
komagi
10 აპრილი 2017 13:06
0
კახა მაგარი კაცცია
მახო
10 აპრილი 2017 13:01
0
კახას დიდი მადლობა! ნამდვილი მამულიშვილია! მაგრამ მასზე მეტი საშუალება ვისაც აქვს იმათ არ სცხვენიათ, კახას შეძენილი საჩუქრების გადაცემაში მხოლოდ სტატისტების როლით რომ კმაყოფილდებიან? ან ქვეყანაში სხვა ჩინოვნიკებს?
vaaaaa
10 აპრილი 2017 12:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული