გიორგი ბერიძე ფორტუნალიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევი გიორგი ბერიძე ძალიან კარგად ათამაშდა სლოვაკურ "ტრენჩინში". ჩვენებურმა "პოდბრეზოვას" წინააღმდეგ 2:0 მოგებულ შეხვედრაში ერთი საგოლე პასი მიითვალა (პირველ გოლშიც მიიღო მონაწილეობა) და ძალზე აქტიურიც იყო.

ეს მას დაუფასდა და ფორტუნალიგის მორიგი ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. ლიგის ოფიციალურმა საიტმა ჩვენებური უკვე მესამედ შეიყვანა სიმბოლურ ნაკრებში.

ფორტუნალიგის 26-ე ტურის სიმბოლური ნაკრები
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული