გიორგი ჯიქია: რუსეთის ნაკრები ავირჩიე, საკითხი დახურულია!

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ქართველი მცველი გიორგი ჯიქია საქართველოს ნაკრებში არ ითამაშებს. ამის შესახებ ფეხბურთელმა რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში დაბადებულ-გაზრდილი 23 წლის მცველის საქართველოს ნაკრებში ხილვა სურდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს და ფეხბურთის ფედერაცია მასთან მოლაპარაკებასაც აწარმოებდა, თუმცა, როგორც გამოჩნდა, უშედეგოდ.

გთავაზობთ ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან:

- საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა თქვა, რომ მის გუნდში შენი ხილვა სურს. ეს საკითხი ჯერ არაა დახურული?
- დახურულია. არჩევანი რუსეთის ნაკრების სასარგებლოდ გავაკეთე.
მკითხველის კომენტარები / 88 /
დაანებეთ თავი არ უნდა ნუ უნდა...არც რუსეთის ნაკრებში არ იქნება ...
rezi
11 აპრილი 2017 14:57
0
გელა კეტაშვილი ხო გახსოვთ, უძლიერესი ფეხბურთელი იყო, არ გაუშვეს სსრ ნაკრებში თორე კარგ ევროპულ გუნდში მოხვდებოდა და ამის გულისთვის ეს მართლაც ნიჭიერ და მართლა მსოფლიო დონის ფეხბურთელს მთელი კარიერა დაენგრა, დაუფასა ვინმემ? არა,
ხოდა ამ რო იციან ჩვენთან როგორ აფასებენ დამსახურებულ ხალხს იმიტომაც აყენებენ კარიერას მაღლა, ეგაა მისი პროფესია და მთელი ცხოვრება, ყველას პატრიოტობას ნუ მოვთხოვთ....
გია
11 აპრილი 2017 14:56
0
ძალით ნუ უპოლიტიკებ აქ, პოლიტიკა არაფერ შუაში არ არის, მთავარია პატრიოტიზმი, რაც შენს ნაირებს ძალზე აკლიათ, თუ ქართველი ხარ და არა ქართულად მოლაპარაკე არაქართველი რუსების ტროლი.
tamazinos
11 აპრილი 2017 14:55
0
რუსი ფეხბურთელი, წარმოშობით ქართველი, თუმცა ეგ წარმოშობაც ეჭვქვეშ დგას უკვე.
912
11 აპრილი 2017 14:52
0
არსებობს პროფესიონალიზმი და არსებობს ქვეყნის სიყვარული და გული. ხალხის სიყვარულს პროფესიონალიზმით ვერ დაიმსახურებ, ამისთვის მეტია საჭირო, ხანდახან შენთვის პრაქტიკული თვალსაზრისით წამგებიანი რამეც უნდა გააკეთო. მიუხედავად იმისა, რომ გვერდიდან ჭკუის სწავლება ადვილია და ხშირად მეც მაღიზიანებს, ამ შემთხვევაში უნდა ითქვას, რომ ქართველი ფეხბურთელი რომელიც რუსეთის ნაკრებს აირჩევს, ქართველი აღარ არის საერთოდ (მისი წარმოშობის, დაბადების და გაზრდის ადგილის მიუხედავად)
ამიტომ ნუ გვიკითხავთ რა მორალს, ვერ მოვიწონებთ ამ საქციელს და ჯიქიას არასოდეს არ უნდა ჰქონდეს უფლება თავი ქართველად მოვიხსენიოთ, თორემ სხვამხრივ წარმატებებს ვუსურვებთ პირად (და არა სპორტულ) ცხოვრებაში
valderrama
11 აპრილი 2017 14:44
0
რას ეხვეწებით ამ ბავშვს,20წელია საქართველოში არ ყოფილა რა უნდა უთხრა მის მშობლებს, აქედან ჩანს როგორ უყვარს ამ ოჯახს სამშობლო, მე პირადად მის თამაშს დადებითად ვაფასებ, მაგრამ კვერკველიამდე,ჯანომდე და ოქრიაშვილამდე დიდი აკლია. ასეთი სიტუაცია იყო გრიგალავასთან მაგრამ მან საქართველო აირჩია. წარმატებები გიორგის.
ანდრია
11 აპრილი 2017 14:40
0
არჩევანს რომ აკეთებდა მაშინვე არ იყო ეგ საქართველოს ნაკრების ღირსი, აბა ქართველ კაცს არჩევანი რათუნდა და ფედერაციას ნუ ამტყუნებთ მათ შესთავაზეს,ის ვინც ნაკრებშია უნდა ამაყობდეს შეგახვეწი რა გვაქვს.{გამომივიდა ესეც მესი}
მახო
11 აპრილი 2017 14:36
0
არავის აქვს უფლება ფეხბურთელს პოლიტიკურად ურჩიოს რა მომავალი აირჩიოს, თუ მაგრები ხართ აქვე საქართველოში სადაც ქართველებს არ გვაქვს გასაქანი აქ მოაგვარეთ, სადაც უმჯობესია იქ ითამაშოს, რა ვისი საქმეა, მტერი საქართველოში და ჩვენ თავებშია ნაცქოცების სახით
tamazino
11 აპრილი 2017 14:22
0
ამ გაღრუზინებულზე ინფორმაციას დადებთ და საერთოდ არ შემოვალ თქვენს საიტზე!
ქუთაისელი
11 აპრილი 2017 14:19
0
უაზრობაა ამისთანა ამბის ატეხვა, რომ ქართველმა რუსეთი აირჩია, ეს კაცი რუსეთში დაბადებ-გაზრდილია, მხოლოდ გვარითაა ქართველი და არა სულით. ამის მერე რატომ გვიკვირს რომ თავის სამშობლოდ რუსეთს რა არის აქ არა ლოგიკური. ღმერთმა ხელი მოუმართოს სადაც იყოს, თუ საქართველო არ სტკივა, ტანზე რა მაისური ეცმევა რა აზრი აქვს, ნუ გავლანძღავთ წარმატებები ვუსურვოთ თუ ის ქართველად მიგვაჩნია
123
11 აპრილი 2017 14:19
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული