[ლეგიონი] ოთარ მარცვალაძის გოლი და ცხადაძის მორიგი ფრე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 აპრილს ყაზახეთის, კვიპროსისა და ლიტვის ჩემპიონატებში ქართველი ლეგიონერების გუნდებმა ითამაშეს.

ყაზახეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში "ორდაბასიმ" "ქაისარს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი 52-ე წუთზე ოთარ მარცვალაძემ გაიტანა, რომელიც 69-ე წუთზე შეცვალეს. გამარჯვებულთა რიგებში არ უთამაშია გოგიტა გოგუას.

კახა ცხადაძის გაწვრთნილმა "ქაირათმა" ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა ომარ თეთრაძის დამოძღვრილ "ტობოლთან" გასვლით მატჩში. თბილისის "დინამოს" ორმა ყოფილმა ფეხბურთელმა ქულები გაიყო - 2:2.

ლაშა დვალის "ირტიშმა" კი შინ 5:2 მოუგო "თარაზს". საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა მინდორზე 90 წუთი გაატარა.

* * *
კვიპროსის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლ ჯგუფში "ახნასი" შინ "ერმისს" დაუზავდა - 1:1. მასპინძელთა რიგებში ნიკა კაჭარავამ სრულად ითამაშა, გიორგი ილურიძემ კი 44-ე წუთზე შეცვალა რუსეთის მოქალაქე ნიკა ყიფიანი. "ერმისის" რიგებში სათადარიგო იყო ირაკლი მაისურაძე.

* * *
ლიტვის ჩემპიონატში "შტუმბრასმა" შინ 1:3 წააგო "ჟალგირისთან". მასპინძელთაგან ერთადერთი გოლი 75-ე წუთზე ლევან მაჭარაშვილმა (საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა 61-ე წუთიდან ითამაშა) შეაგდო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული