გოგიტა გოგუა 6-თვიანი პაუზის მერე გოლით დაბრუნდა

AutoSharing Option
დღეს ყაზახეთში თასის მერვედფინალური მატჩები გაიმართა. ზუსტად ექვსთვიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა 33 წლის გოგიტა გოგუა. "ორდაბასის" ქართველმა ლეგიონერმა გუნდს პირველივე შეხვედრაში გამარჯვება და მეოთხედფინალის საგზური მოუპოვა.

"ორდაბასი" "ყიზილ-ჯარს" ესტუმრა და 1:0 მოუგო. გამარჯვების გოლი 59-ე წუთზე გოგიტა გოგუამ პენალტით გაიტანა. ის და ოთარ მარცვალაძე სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ.

ქართველთა "ატირაუმ" სტუმრად 2:1 დაამარცხა "კირანი". უჩა ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო, ლადო დვალიშვილს არ უთამაშია.

რამდენიმე მატჩი მოგვიანებით გაიმართება - კახა ცხადაძის "ქაირათი" "თარაზს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული