კახა ცხადაძე ყაზახეთში ტურის მწვრთნელად დაასახელეს

AutoSharing Option
KazFootball.kz-მა ყაზახეთის ჩემპიონატის მე-8 ტურის სიმბოლური ნაკრები და მწვრთნელი დაასახელა.

მართალია, სიმბოლურში ყაზახეთში მოთამაშე 5 ქართველი ლეგიონერიდან არავინ მოხვდა, მაგრამ ტურის მწვრთნელად "ქაირათის" თავკაცი კახა ცხადაძე დასახელდა.

"ქართველმა სპეციალისტმა ისე მომართა თავისი გუნდი, რომ მას ვერ იცნობდით. ჩვენ ვნახეთ ძველი "ქაირათი", რომელიც მზად არის, თავის გზაზე ყველა გაანადგუროს. ცხადაძემ სწორად შეარჩია შემადგენლობა, მიხედა დაცვას და კარგად შეისწავლა მეტოქე", - წერს საიტი.

შეგახსენებთ, რომ ამ ტურში ცხადაძის "ქაირათმა" "ორდაბასი" 3:0 დაამარცხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული