კვირკველია და ტაბიძე "ლოკო"-"ურალის" მატჩში გაჩაღებულ მასობრივ ჩხუბში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 მაისს გამართულ რუსეთის თასის ფინალურ შეხვედრაში, რომელშიც ერთმანეთის წინააღმდეგ საბა კვირკველიასა და ჯიმი ტაბიძის გუნდებმა, მოსკოვის "ლოკომოტივმა" და ეკატერინბურგის "ურალმა" ითამაშეს, ფეხბურთელებს შორის მუშტი-კრივი გაჩაღდა.

- [ლეგიონი] კვირკველიამ და ზარანდიამ რუსეთსა და პოლონეთში თასები მოიგეს [VIDEO]

ინციდენტი მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოხდა. თავდაპირველად ერთმანეთს მანუელ ფერნანდეში (ლოკომოტივი) და არტიომ ფიდლერი (ურალი) წაეკიდნენ, შემდეგ კი მოედანზე სათადარიგო ფეხბურთელები, პერსონალის წევრები და გულშემატკივრებიც შეიჭრნენ და დაიწყო ქაოსი. საბოლოოდ მსაჯმა ორივე გუნდის ორ-ორი ფეხბურთელი გააძევა.

საპირისპირო ბანაკებში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებს
ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღიათ და მხოლოდ მოჩხუბრებს აშველებდნენ.

შეგახსენებთ, რომ სოჭში გამართული მატჩი "ლოკომოტივის" გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული