რუსეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში გიორგი ლორიას "კრილია სოვეტოვმა" სტუმრად დაამარცხა "ურალი" - 3:1. ორივე გუნდი ელიტაში დარჩენისთვის იბრძვის. "ურალს" 29 ქულა აქვს და მე-12 ადგილზეა, ხოლო "კრილია სოვეტოვი" 25 ქულით მე-14 ადგილზეა.
ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა "ურალის" მცველმა ჯიმი ტაბიძემ და "ჩემპიონატისგან" 6 ბალი მიიღო შეფასება. გიორგი ლორიას თამაში კი 7 ბალით შეფასდა.
შეგახსენებთ, რომ "ურალის" კიდევ ერთი ქართველი, გიორგი ჭანტურია ჯერ ისევ ტრავმირებულია.