შოთა და ტაშკენტის "ფახთაქორი"? არველაძე არ ჩქარობს...

AutoSharing Option
როგორც აზიური ვებგვერდი Championat.asia იტყობინება, შოთა არველაძე ტაშკენტის "ფახთაქორისა" და "ბუხარას" მატჩზე შენიშნეს. როგორც ხსენებული საინფორმაციო საშუალება იტყობინება, 42 წლის ქართველი სპეციალისტი "ფახთაქორის" ხელმძღვანელობას შეხვდა.

ალბათ, ამ შეხვედრისას განიხილეს უზბეკეთის ჩემპიონატში დედაქალაქური კლუბის ძალიან ცუდი სტარტი და ჩანს, შოთას მთავარი მწვრთნელის პოსტიც შესთავაზეს.

ამ დროისთვის, "ფახთაქორს" ადგილობრივი სპეციალისტი, იასურ აბდურაიმოვი ავარჯიშებს, არველაძე კი ბოლოს თელ-ავივის "მაკაბის" მთავარი მწვრთნელი იყო...

ჩვენი ინფორმაციით, "ფახთაქორი" მართლაც არის დაინტერესებული ქართველი მწვრთნელის სამსახურით და შოთაც ნამდვილად იყო ტაშკენტში, თუმცა "ფახთაქორში" მისი დასაქმების საკითხი გადაწყვეტილი არ
არის.

არველაძეს აქვს სხვა შეთავაზებებიც, რაც კარგად უნდა აწონ-დაწონოს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება. საფიქრებელია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ შოთა სხვა წინადადებებსაც მიიღებს და არ სურს, რომ აჩქარდეს.

თავის მხრივ, ტაშკენტის "ფახთაქორიც" საინტერესო გამოწვევა იქნებოდა. ამ გუნდში თამაშობდა და კაპიტნის სამკლავურიც ემოსა საქართველოს ნაკრებში ნათამაშებ კახა მახარაძეს, ვისგანაც გვსმენია, რომ "ფახთაქორში" ყველაფერი საათივით იყო აწყობილი და არა გვგონია, ახლა რამე შეცვლილიყო (თუ არ ჩავთვლით სპორტულ მხარეს და გუნდის ცუდ სტარტს, რაც სხვა საკითხია).

რა თქმა უნდა, "ფახთაქორის" ხელმძღვანელობას არ აკმაყოფილებს გუნდის სადღეისო ყოფა. თვალის ერთი გადავლებითაც ჩანს, რომ ტაშკენტელთა შემადგენლობა გაძლიერებას საჭიროებს და ეს იმის მიუხედავად, რომ გუნდში უზბეკეთის ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი თამაშობს. ჰყავთ ორი ლეგიონერიც - ჩერნოგორიელი მცველი ადნან ორაჰოვაცი, რომელიც გუნდში 2015 წლიდან თამაშობს და სერბი უკანახაზელი - იურიცა ბულიატი.

ბოლოს კი შეგახსენებთ, რომ სამწვრთნელო ასპარეზზე შოთას "ალკმაარში" (ლუი ვან გაალის ასისტენტად), "ქაისერისფორში", "ქასიმფაშასა" და "ტრაბზონსფორში", ბოლოს კი თელ-ავივის "მაკაბიში" უმუშავია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ვალი არა ამბიცია
otari
19 მაისი 2017 09:57
0
ხალხნო რა გჭირთ რა უბედურებაა სადაც უნდა იქ წავა რა თქვენი ვალი აქვს თუ რა
sos
18 მაისი 2017 21:58
0
ტაშკენტს ვერ გაცდი არა
dato
18 მაისი 2017 21:03
0
ამ არველადზეებმა ქარტველ კაცსს პეხბურტი სჰეაზიზგეს კოველ სჰემტხვევასჰი ცჰემს ირგვლივ კველა ამას ამბობსსს..ისე ცოდნისტვის....პეხბურტიე ტამასჰიც არ იცოდააა...
ar dabloko simartleaa
18 მაისი 2017 16:34
0
არველაძე კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ როგორც მწვრთნელს არსად შედეგი არ ქონია
ვარლამი
18 მაისი 2017 15:56
0
ახლა ფახთაქორს ააყვავებს :)
ნათია
18 მაისი 2017 15:21
0
ამ ბოღმიან კლავიატურის ლომებს ვუყურებ და მიკვირს, საიდან ამდენი ბოღმა და შური!
რა დაგიშავათ შ არველაძემ? ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო, მწვრთნელია და აკეთებს რაც შეუძლია. მაგის ერთი ოფლიანი მაიკის ფასი რა გაგიკეთებიათ ქვეყნისთვის ან თქვენი ოჯახებისთვის!
ფულზე თუ იბოღმებით, თავისი ნიჭით და ოფლით უშოვია, ისიც არა აქ! თქვენც იშოვეთ გინდათ ტაშკენტში და გინდათ ფხენიანში
რამ წაგახდინათ!
_+_+*
18 მაისი 2017 13:43
0
ტასჰკენტის არა ცნორის მილანსჰი ჯობიაააა...ტუ ვინემ მიგასუნია იქაცცც....
arvela
18 მაისი 2017 13:17
0
ბათუმს მწვრთნელი არ ყავს და რატომ არ ეძახიან შოთას ან კახის . თუმცა, ხელფასებია დაბალი და ვის უნდა აქ მუშაობა
კოლი
18 მაისი 2017 13:15
0
არველაძე ფეხბურთელი კარგი იყო მაგრამ მწვრთნელი ნული.ამიტომ სხვა საქმეს მოკიდოს ხელი ჯობია.
გოგა
18 მაისი 2017 12:58
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული