[ლეგიონი] U21: ისევ დუბლი და ისევ ჯარიმა - გიორგი არაბიძე უკრაინაში საუკეთესო ბომბარდირია

AutoSharing Option
უკრაინის ახალგაზრდული ჩემპიონატის მორიგ ტურში დუბლი გაიფორმა დონეცკის "შახტარის" ქართველმა შემტევმა გიორგი არაბიძემ. "შახტარმა" "ოლიმპიკს" უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა - 4:0.

არაბიძე დონეცკელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ქართველი ფეხბურთელი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

მე-14 წუთზე არაბიძემ საჯარიმო დარტყმა შეასრულა, რომელიც, მართალია, მეტოქე გუნდის მეკარემ აუღო, მაგრამ დამატებაზე ყველას რომან იალოვლენკომ დაასწრო და ანგარიში გახსნა. მეორე გოლი უკვე თავად არაბიძის ანგარიშზეა - 59-ე წუთზე მან პენალტი პანენკას სტილში გაიტანა, მანამდე კი კიდევ ერთი საჯარიმო
დარტყმა შეასრულა, თუმცა კვლავ არ გაუმართლა - ბურთი ამჯერად ხარიხას მოხვდა.

მატჩის მიწურულს, 93-ე წუთზე არაბიძემ ჯარიმა მაინც გაიტანა. მის ანგარიშზე უკვე 14 გოლია და ის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული