"რეიმსის" პრეზიდენტი: ყველამ უნდა იცოდეს, კანკავას უფასოდ არ დავთმობთ

AutoSharing Option
"რეიმსის" პრეზიდენტმა ჟან-პიერ კაილომ ვრცელი ინტერვიუ მისცა France Bleu-ს.

კლუბის პრეზიდენტი ჯაბა კანკავას მომავალსაც შეეხო:

"ჯაბა კანკავას ამ წუთისთვის არც ერთი სერიოზული წინადადება არა აქვს. თუკი ხვალ ჩემს მაგიდაზე ასეთი წინადადება დაიდება, ჩვენ მას წასვლაში ხელს არ შევუშლით.

მაგრამ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ჯაბა კანკავა ჩვენ შევიძინეთ და მას გარკვეული ფასი აქვს", - განაცხადა კაილომ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი "რეიმსში" 2015 წლის ზაფხულში გადავიდა 1,2 მილიონ ევროდ და კლუბთან 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. მაშინ "რეიმსი" ლიგა 1-ში ასპარეზობდა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
დინამოს გამოადგება ევროთასებზე
ბელაჩაო
24 მაისი 2017 14:03
0
ჩამოვიდეს საქართველოში
გიორგი
24 მაისი 2017 13:21
0
სამტრედიას მუშაობს მაგის ტრანსფერზე :)
Ziqenbud
24 მაისი 2017 00:46
0
ბასილაშვილმა მოუგო სეპის!!!!! ხვდება კიკერს ,რომელმაც მოუგო კირიოსს!!! ყოჩაღ ნიკოლოზ!!!!
დათო
23 მაისი 2017 22:16
0
ჯაბა დინამოში სასწრაფოდ!!!
zura
23 მაისი 2017 20:59
0
გადავიდეს ვიტესში ;დდ
დიტო
23 მაისი 2017 17:40
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული