საბა კვირკველია: იყო შემოთავაზებები ბუნდესლიგიდან და სერია A-დან

AutoSharing Option
რუსულმა Советский спорт-მა ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა საქართველოს ნაკრების მცველ საბა კვირკველიასთან, რომელიც ყაზანის "რუბინს" ეკუთვნის, თუმცა სეზონის მეორე ნახევარში იჯარით მოსკოვის "ლოკომოტივში" თამაშობდა.

- თქვენ "ლოკომოტივთან" ერთად რუსეთის თასი მოიგეთ. როგორ აღნიშნეთ ის ფეხბურთელებმა?
- ისე, როგორც ზეიმობენ სეზონის მიმდინარეობისას. დავსხედით რესტორანში მწვრთნელების გარეშე, თითო ფეხბურთელმა თითო სადღეგრძელო ვთქვით და დავიშალეთ მომდევნო მატჩისთვის მოსამზადებლად.

- საუკეთესო მომენტი ფინალში...
- როცა ფინალური სასტვენი გაისმა - მივხვდი, ჩემპიონი ვარ. ეს ტიტული ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რადგან სადღაც 9 თვით ადრე ფეხბურთისთვის თავის
დანებებას ვაპირებდი. "რუბინში" ხავი გრასია ჩემს ადგილს განაცხადშიც კი ვერ ხედავდა. სხვა კლუბებში "რუნიდან" არ მიშვებდნენ. იყო მომენტები, როცა სასოწარკვეთილი ვიყავი. ახლა იმ დროს სიცილით ვიხსენებ, მაშინ კი სამხიარულო არაფერი იყო.

- რომელ გუნდებში არ გაგიშვათ "რუბინმა"?
- "კრასნოდარში", "როსტოვში"... ყველაფერი შეთანხმებული იყო, მაგრამ ყოველთვის ვეტოს ადებდა "რუბინი". ყაზანელებს სურდათ, რომ მე ისეთ კლუბში გადავსულიყავი, რომელიც ცხრილის ქვედა ნაწილში იყო.

იყო შემოთავაზებები ბუნდესლიგის და სერია A-ს გუნდებიდან, თუმცა ეს გუნდები გადარჩენისთვის იბრძოდნენ. ამიტომაც ევროპაში წასვლა თავად არ მინდოდა, რუსეთში დარჩენა და ზოგისთვის იმის დამტკიცება მსურდა, რომ არც ისე ცუდი ფეხბურთელი ვარ.

- თქვენ უკვე განაცხადეთ, რომ "რუბინში" არ დაბრუნდებით, არადა, კონტრაქტით ამ კლუბს 2019 წლამდე ეკუთვნით...
- "ლოკომოტივში" სიამოვნებით დავრჩებოდი... არ მინდა კიდევ ერთხელ ხავი გრასიასთან მუშაობა. თან, არც იმას სურს. თუ ვინმე მე არ მაფასებს, ის არც ჩემთვის ღირს რამედ. ჯერ პიროვნება ვარ და მერე ფეხბურთელი.

- ალბათ, როცა "ზენიტიდან" "რუბინში" გადადიოდით, მაშინაც ასე ლაპარაკობდით...
- დიდი სხვაობაა, "რუბინში" სასტარტოს ფეხბურთელი ვიყავი, მოვიდა გრასია და 23 კაცში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გამომიყვანა. მის მიერ მოყვანილ ფეხბურთელებს ჩემზე უკეთესი სტატისტიკა არ ჰქონდათ, მაგრამ მაინც ისინი თამაშობდნენ.

კლუბის ხელმძღვანელობასთან პრეტენზიები არ მაქვს, ფეხბურთელები ძმებად მიმაჩნია, აი, გრასია კი არა, მასთან კონფლიქტი მაქვს, მხოლოდ მასთან.

- თქვენი ნება რომ იყოს, რა ხანგრძლივობის კონტრაქტს გააფორმებდით "ლოკომოტივთან"?
- სამუდამოს! აქ ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სამი წელია აქ ვთამაშობ. დიდი მადლობელი ვარ იური სიომინის. პალიჩი ძალიან რისკავდა, როცა გუნდში 6 თვის უთამაშებელი ფეხბურთელი მოჰყავდა. ის მენდო და მეც არ დავაღალატე.

- ვინ არის თქვენთვის სიომინი?
- მას შეუძლია ისე გაგაკრიტიკოს, რომ სასიამოვნო მოსასმენიც კი იყოს. ამბობს ისეთ რამეებს, რაც მართლა სათქმელია. მას სურს, რომ უკეთ ითამაშო. ცსკა-სთან წაგების მერე გვითხრა, რომ სჯობს, ერთხელ 0:4 წავაგოთ, ვიდრე ოთხჯერ 0:1. ამის მერე ჩვენ შევძელით თასის მოგება.

- "რუბინთან" მატჩი თქვენთვის პრინციპული იყო?
- რა თქმა უნდა, "ლოკომოტივს" ვგულშემატკივრობდი, მაგრამ "რუბინშიც" მეგობრები მყავს. კამბოლოვი, კანუნნიკოვი... მაგრამ ჩემი მიზნები ახლა "ლოკომოტივისას" ემთხვევა, მინდა გუნდთან ერთად ევროთასებზე კარგად ვიასპარეზო.

- სუპერთასისთვის "სპარტაკთან" მოგიწევთ თამაში...
- ამ გუნდში ორი მეგობარი მყავს: ჯანო ანანიძე და გიორგი ჯიქია. დარწმუნებული ვარ, კარგი მატჩი გამოვა.

- ზუსტად იცით, რომელ ნაკრებში სურს თამაში ჯიქიას?
- ის ამბობს, რომ რუსეთის ნაკრებში ითამაშებს. მე მის ამ გადაწყვეტილებას მხარს ვუჭერ. ჯიქია რუსეთში დაიბადა, აქ ცხოვრობს, ბოლოს და ბოლოს, რუსეთის მოქალაქეა...

- და რას იტყვით ჯანოს შესახებ?
- ის ტოპ-ფეხბურთელია გიჟური პოტენციალით.

- თქვენც გქონდათ არჩევანი გასაკეთებელი რუსეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის?
- რა თქმა უნდა, მაგრამ მე სულ საქართველოს ნაკრებში თამაშზე ვოცნებობდი. ადრე ახალგაზრდულ გუნდებში გამოვდიოდი. არჩევანი მე გავაკეთე და მშობლებმა ის მომიწონეს.

- როცა რუსეთში ჩამოხვედით, რუსული სულ არ იცოდით...
- დიახ და სპეციალურად უარი ვთქვი თარჯიმანზე, რათა უფრო მალე მივჩვეოდი. თავიდან ძალიან მიჭირდა და ხშირად იყო კომიკური სიტუაციები. ცდილობდნენ, ჟესტებით აეხსნათ ჩემთვის. ენა შევისწავლე თანაგუნდელებთან ურთიერთობებით. ახლა რუსულს სადღაც 70%-ით ვფლობ. გრამატიკაში მიჭირს, მაგრამ რესტორანში მშიერი ნამდვილად არ დავრჩები.
მკითხველის კომენტარები / 11 /
მეც მაგას ვამბობ თავად არ უნდათ წასვლა და იგონებენ რაღაცეებს.
opla-s
21:43 24-05-2017
0
მიდი საბა!! სადაც გერჩივნოს იქ დარჩი. იტალიის მაჩანჩალობას რასიის ჩემპიონობა სჯობია. მაგრამ შენ მანჩესტერის ფეხბურთელობა მაგრად მოგიხდებოდა. იმათი სტილის ხარ
ნიკა
22:16 24-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული