- [ლეგიონი] ცხადაძის ბრწყინვალე მოგება და არაბიძის საგოლე პასი [VIDEO]
ამ გამარჯვების შედეგად "ქაირათმა" 31 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე აღზევდა. რაც მთავარია, ქართველმა სპეციალისტმა დაადუმა კრიტიკოსები, რომლებიც მის შესაძლო გათავისუფლებაზე ბოლო დროს აქტიურად საუბრობდნენ.
"ასტანასთან" მატჩის შემდეგ ცხადაძემ კომენტარი გააკეთა:
"ვულოცავ ბიჭებს, ჩვენ ამოცანებს თავი ბრწყინვალედ გავართვით. ძალიან
რა თქმა უნდა, "ასტანას" ძლევა ასეთი ანგარიშით იოლი არაა. ჩვენი უპირატესობა ის იყო, რომ აგრესიულ პრესინგს ვახორციელებდით...
ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ და უნდა დავივიწყოთ ეს შეხვედრა, რადგან სეზონი საკმაოდ გრძელია. ამ მოგებით ჩემპიონატს ინტრიგა დავუბრუნეთ. ყველაფერი წინაა და სწრაფად უნდა მოვიკრიბოთ ძალები.
ფეხბურთი ასეთია - დღეს მეფე ხარ, მაგრამ ხვალ პატარა შეცდომას დაუშვებ და უკვე დიდი პრობლემები შეგექმნება. ახლა ყველაზე მთავარი ისაა, ვიფიქროთ, როგორ ვითამაშოთ 3 ივნისს", - განაცხადა საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავკაცმა.