ძალიან კარგია, რომ ევროპის ეგრეთ წოდებული მეორე ეშელონის (პორტუგალია, ბელგია, ჰოლანდია, თურქეთი...) ლიგაში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს. შეგახსენებთ, "მორეირენშეს" ღირსებას იცავს საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე. თავად ებრალიძეც, სანამ "ჟილ ვისენტე" გავარდებოდა, 3 წლის განმავლობაში თამაშობდა პრიმეირა ლიგაში.
ამ ეტაპზე,
ისე, რომ არა კლუბის ხელმძღვანელობის სიჯიუტე, ებრალიძე "ჟილ ვისენტეს" აქამდეც დატოვებდა, მაგრამ ახლა ამას ხელს ვერაფერი შეუშლის, რადგან კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა.
"ლელო" კომენტარისთვის თავად ებრალიძეს დაუკავშირდა:
"მეც ვნახე ეს ინფორმაცია. დაიწერა ძალიან სერიოზულ გამოცემაში - "რიუ ავემ" აჯობა "ბოავიშტასა" და "ფერეირასო". თუმცა დასამალი რა მაქვს - ამ მომენტისთვის კონტრაქტზე ხელი ნამდვილად არ მომიწერია.
ჩემს აგენტს ველაპარაკე. მან მითხრა, რომ ყველაფერი უახლოეს ორ კვირაში გაირკვევა. ახლა მორჩა ჩემპიონატი, სულ მალე დაიწყება სატრანსფერო პერიოდი, არჩევანიც გვაქვს, თან - რამდენიმე.
გვინდა, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღოთ", - გვითხრა ებრალიძემ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"