16:40 04-06-2017
[ლეგიონი ყაზახეთში] გოგუას გოლი, ცხადაძის მორიგი გამარჯვება, დვალის "მშრალი" თამაში [VIDEO]
AutoSharing Option
გოგუასა და ოთარ მარცვალაძის (განაცხადში არ ყოფილა) "ორდაბასიმ" "თარაზს" უმასპინძლა და 3:0 მოუგო. ჩვენებური მოედანზე მე-80 წუთზე გამოვიდა და 86-ე წუთზე ბრწყინვალე გოლი გაიტანა, ის დრიბლინგით შეიჭრა საჯარიმოში და თანაგუნდელთან კედელი გაითამაშა. ეს გოლი 33 წლის ქართველი ნახევარმცველისთვის სეზონში მეორეა (მანამდე თასზე შეაგდო). "ორდაბასი" 32 ქულით მესამე ადგილზეა.
კახა ცხადაძის "ქაირათმა" 4:1 გაანადგურა "შახტიორი". ეს ქართველი სპეციალისტის ზედიზედ მესამე გამარჯვებაა ჩემპიონატში. "ქაირათი" 34 ქულით მეორე ადგილზეა. "მეორე ტაიმში უკვე მაყურებელზე ვითამაშეთ", - განაცხადა გამარჯვებულთა თავკაცმა.
ომარ თეთრაძის "ტობოლი" შინ 0:0 დაუზავდა "კაისარს". "ტობოლის" შემადგენლობაში ნიკა კვეკვესკირი მას მერე ითამაშებს, რაც კლუბს მისი დარეგისტრირების უფლება ექნება (13 ივნისის მერე). "ტობოლი" 25 ქულით მეხუთე ადგილზეა.
ქართველთა "ატირაუ" ლიდერ "ასტანას" ესტუმრა და 0:4 დამარცხდა. უჩა ლობჟანიძე და ლადო დვალიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. ლობჟანიძე შესვენებაზე შეცვალეს. "ატირაუ" 14 ქულით მეშვიდე ადგილზეა.
ლაშა დვალის "ირტიში" შინ "ოკჟეტპესს" 0:0 დაუზავდა, ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. "ირტიში" 28 ქულით მეოთხე ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ლობჟანიძე და დვალიშვილი სამაგიეროდ ნაკრებში დაპუტავენ ყველაფერს.რაზე ეძახიან ამ ორ არაფრისმომცემ ფეხბურთელს გაუგებარია
0
0
ლობჟანიძის კრაიდან გავიდა 3 გოლი, და ვერ ითამაშა, მიტომაც შეცვალეს, მარა ნაკრებში დაგლიჯავს ყველაფერს
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული