გიორგი აბურჯანიათი ლა ლიგისა და სეგუნდას კლუბები ინტერესდებიან

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "სევილია B"-ის ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, შესაძლოა, კლუბი გამოიცვალოს.

აბურჯანიათი ესპანეთის ლა ლიგისა და სეგუნდა დივიზიონის კლუბები ინტერესდებიან.

Sportall.ge უკვე წერდა, რომ აბურჯანიას გადაბირება მის ყოფილ კლუბს, ტარაგონას "ხიმნასტიკს" სურს. ახლა კი შევიტყვეთ, რომ მისი შეძენით "გრანადა" და "ჟირონაც" არიან დაინტერესებულნი.

- ტარაგონას "ხიმნასტიკს" გიორგი აბურჯანიას დაბრუნება სურს

"გრანადა" ლა ლიგიდან გავარდა და შემდეგ სეზონში სეგუნდა დივიზიონში იასპარეზებს, "ჟირონა" კი პირიქით - სეგუნდადან ლა ლიგაში აღზევდა.

შეგახსენებთ, რომ აბურჯანიამ "სევილიასთან" კონტრაქტი გასული წლის
ზაფხულს გააფორმა. პირველი სეზონის გატარება მას ანდალუსიელთა მეორე გუნდში მოუხდა, თუმცა მწვრთნელთან უთანხმოების გამო მას დიდი სათამაშო დრო არ ჰქონია.

- "ნაკრებში ჩამოსვლამ და ტრავმამ "სევილია B"-ს მწვრთნელთან ურთიერთობა ამირია"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი გიორგი გვეიმედება შენი მთელ საქართველოს . ერთადერთი ქართველი რომელიც ევროპულ ფეხბურთში ცდილობს თავის დამკვიდრებას
ფიფია
18:54 13-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული