[ექსკლუზივი] გიორგი მაკარიძე: "ბენფიკაში" დაუფიქრებლად გადავალ!

AutoSharing Option
14 ივნისს, პორტუგალიურ მედიაში ხმები გავარდა, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "მორეირენშეს" მეკარის, გიორგი მაკარიძის შეძენა ლისაბონის "ბენფიკას" სურსო.

- გიორგი მაკარიძე ჩემპიონთა ლიგაში? "ბენფიკას" ქართველი მეკარე სურს

მაკარიძემ ზედიზედ სამ მატჩში ეროვნული ნაკრების კარი დაიცვა, ახლა კი, როგორც თავად ამბობს, ყოველდღე ტრანსფერის მოლოდინშია. გადაწყვეტილი ამბავია, რომ მეკარე ახალ სეზონს ახალ კლუბში დაიწყებს, თუმცა სად, ჯერჯერობით უცნობია.

Sportall.ge-მ გიორგისთან ინტერვიუ ჩაწერა.

- ვლადიმირ ვაისმა ზედიზედ სამ მატჩში დაგაყენა კარში. კმაყოფილი დარჩა შენით?
- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. მოლდოვასთან მეორე ტაიმისთვის ყველა
შეგვაქო. თან, თავადაც არ ვთვლი, რომ იმდენად მაღალ დონეზე ჩავატარე თამაშები, შექების ღირსი ვყოფილიყავი.

- საქართველოს ნაკრებმა თავისი ისტორიის განმავლობაში პირველად შეძლო და მეტოქეს ორი ბურთი "ამოუქაჩა"...
- მოგება გვინდოდა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა, ცუდ შედეგად არც ფრე მიმაჩნია. პირველი ტაიმი მთლიან გუნდს ძალიან სუსტი გამოგვივიდა, მეორე კი მაღალ დონეზე ჩავატარეთ. არაორგანიზებული ტაიმის შემდეგ დასაკარგი აღარაფერი გვქონდა, ამიტომ გამოვედით, მეტოქეს მაქსიმალურად დიდი ძალებით შევუტიეთ, პრესინგი ვეთამაშეთ და ამან შედეგი გამოიღო.

პირველი ტაიმის ჩაგდებაში ყველას თანაბარი წვლილი მიგვიძღვის - ფეხბურთელებსაც და მწვრთნელსაც.

- 0:2-ს ვაგებდით, როცა ერთ-ერთ ეპიზოდში ფორვარდის მოტყუება გადაწყვიტე. ასეთ დროს მსგავსი რამ ძალიან სარისკოა - პატარა შეცდომა და, შესაძლოა, ანგარიში 0:3 გახდეს. რატომ რისკავ?
- (იცინის) სხვათა შორის, თამაშის წინ მწვრთნელმა გამაფრთხილა, რომ არ გამერისკა და ფორვარდი არ მომეტყუებინა. ფეხბურთში ყველაზე დიდ სიამოვნებას ფორვარდის მოტყუება მანიჭებს, ასე რომ, სადაც უნდა ვიყო და ვინც უნდა მითხრას, მაინც გავრისკავ.

დარწმუნებული არასდროს არავინაა, მაგრამ ფეხბურთი სპორტია და ამ სპორტის სახეობას რისკი უყვარს. ვარჯიშებზე სულ ვცდილობ კაცის მოტყუებას და ბევრჯერ დამიკარგავს ბურთი, თამაშზე კი მხოლოდ ერთხელ და მაშინ ძვირადაც კი დამიჯდა.

ასე ვთქვათ, სეზონის წინ თუ ფორვარდი მიზნად 15 გოლის გატანას ისახავს, მე ამ სეზონში 5 ფორვარდის მოტყუება მქონდა მიზნად დასახული (იცინის).

- შენს ტრანსფერზე ბევრი იწერება. არის რამე ახალი?
- რამდენიმე კარგი კლუბიდან მაქვს შემოთავაზება და საკმაოდ რეალურიც. ვნახოთ, ყოველდღე ველი ჩემს ტრანსფერს. მეტწილად, პორტუგალიური კლუბები აქტიურობენ.

- "ბენფიკაზეც" დაიწერა...
- არაფერს გამოვრიცხავ, ყველაფერია შესაძლებელი. ჯერ მართლა არ ვიცი, "ბენფიკადან" მიიღო თუ არა კლუბმა შემოთავაზება.

- და რომ მიეღო?
- დაუფიქრებლად გადავალ!
მკითხველის კომენტარები / 12 /
ფეხბურთი გუნდური თამაშია მგონია იქ მკაცრად უნდა იქნეა დაცული სათამაშო დისციპლინა, თორემ ბევრი ჩვენი ნაკრების წევრი, რომ თამაშობს, თავის სიამოვნებისთვის ამიტომაც ვართ ამდღეში. ზოგს მატაობა უყვარს და ამ სიამოვნებას ნაკრების თამაშში იღებს, ზოგს გოლის გატანა უყვარს ''ნამეტნავად" და პასს არიძლევა, ზოგს დაცვაში ჩამოსვლა ეზარება "არ სიამოვნებს" და თავდასხმიდან ადევნებს თვალს ჩვენი მცველების ტანჯვას, როგორ იცავენ(ან უფრო სწორი იქნება ვეღარ იცავენ) რიცხობრივად მეტ მეტოქისგან, ზოგს საერთოდ სირბილი "არ სიამოვნებს" ზოგს შეტევაში წასვლა ეზარება და თუ წავა უკან დაბრუნება დროულად არ სიამოვნებს და აი ახალი ამბავიც გამოჩნდა, ზოგს ფორვარდების მოტყუება სიამოვნებს და გავიდა ასე 25 წელი ვეშვებით უფსკრულისკენ ისიც რა უძირო აღმოჩნდა. მე ჯერ გათითოკაცოებული გუნდის გამარჯვება არ მინახავს 66 წლიდან ამ თამაშის გულშემატკივარი ვარ. დისციპლინაა აუცილებელი, დისციპლინა. არც ის მგონია საღადაოდ გვქონდეს საქმე.
gizog
18:04 15-06-2017
0
ეს ინტერვიუ რომ წაიკითხონ კარგი გუნდი ამას არ აიყვანს. "მითხრა არ გარისკოო და მაინც გავაკეთე და გავაკეთებო".
არასერიოზული მიდგომა - ეტყობა კარგად რ აქვს გაცნობიერებული თავის საკუთარი საქმიანობის სპეციფიკა.
ამკ
02:49 16-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული