ჟოზე მოტა: მაკარიძე "ბენფიკაში" გადასვლისთვის მომწიფებულია

AutoSharing Option
53 წლის ჟოზე მოტამ, რომელიც "ფეირენშეში" გიორგი მაკარიძის მწვრთნელი იყო, განაცხადა, რომ ქართველი გოლკიპერი მენტალურადაც მზად არის, გადავიდეს ისეთ დიდ კლუბში, როგორიც "ბენფიკაა" და საამისო კლასიც ჰყოფნის.

[ექსკლუზივი] გიორგი მაკარიძე: "ბენფიკაში" დაუფიქრებლად გადავალ!

შეგახსენებთ, "ა ბოლა" ამტკიცებს, რომ ლისაბონის "ბენფიკა" მაკარიძის ტრანსფერზე მუშაობს. "ბენფიკაში" ედერსონის შემცვლელი ესაჭიროებათ, ბრაზილიელი გოლკიპერი "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა.

"თუ ეს ტრანსფერი შედგება, დარწმუნებული ვარ, რომ მაკარიძე გაამართლებს. ის მენტალურად ძლიერია. ის 27 წლისაა და სწრაფი ტემპებით პროგრესირებს.

მაკარიძე რთულ სიტუაციებში ბუნებრივად ერკვევა, ის აღმოსავლეთელების მსგავსად, ინარჩუნებს
სიმშვიდეს. მაკარიძემ კარგად იცის პორტუგალიური ფეხბურთი. ის უკვე მზად არის ამ ნაბიჯისთვის", - განაცხადა ჟოზე მოტამ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
joze mota qvia tu deda mota?
. . . . . .
16 ივნისი 2017 09:41
0
დიდი წარმატებები გიორგის.
gizog
15 ივნისი 2017 19:55
0
კარგია ბენფოკასთვის თუ მზად არის.იმედია ნაკრებსითვისაც მოემზადება.
haha
15 ივნისი 2017 18:04
0

სიახლეები პოპულარული