მოლაპარაკება საბა კვირკველიას მომავალზე - "ლოკომოტივი" "რუბინს" არ ეშვება

AutoSharing Option
საბა კვირკველია, რომელმაც გასული სეზონი იჯარის წესით მოსკოვის "ლოკომოტივში" გაატარა, ამჟამად ყაზანის "რუბინთან" ერთად ემზადება ახალი სეზონისთვის.

- საბა კვირკველიამ ყაზანის "რუბინში" ითამაშა

"რუბინის" მთავარი მწვრთნელი აღარ არის ესპანელი ხავი გრასია, ვინც შანსს არ აძლევდა საქართველოს ნაკრების უკანახაზელს. თანამდებობაზე დაბრუნებულ ყურბან ბერდიევს კი დიდი წვლილი მიუძღვის 25 წლის კვირკველიასთვის გზის გაკვალვაში...

ამის მიუხედავად, რუსული მედიის ცნობით, "ლოკომოტივი" მაინც არ ნებდება და აგრძელებს ბრძოლას ჩვენებურის გამოსასყიდად. ამ მოლაპარაკებების შედეგები ფართო საზოგადოებისთვის მალე უნდა გახდეს ცნობილი.

ფაქტია, კვირკველია კარგად მოერგო იური სიომინის
გაწვრთნილ "ლოკომოტივს" (ამ გუნდთან ერთად მან რუსეთის თასიც მოიგო) და მისვლისთანავე დაიბევა ადგილი ძირითად შემადგენლობაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩორლუკა მოურჩენს ტრამვას და მერე კვირკველია ისევ სათადარიგო იქნება,ჩემი აზრით ჯობს ბერდიევთან დარჩეს,მაგრამ არც სიომინია ცუდი ადამიანი და მიცემს შანსს
vasiko
14:24 22-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული