"ანდერლეხტი", "ბრიუგე", "ბრონდბიუ" - გიორგი ხარაიშვილს რიგი დაუდგა

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და "საბურთალოს" ნახევარმცველით, გიორგი ხარაიშვილით რამდენიმე ევროპული კლუბია დაინტერესებული.

დანიური ipsbladet.dk ბელგიურ Voetbalnieuws.be-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ 20 წლის ნახევარმცველით "ბრონდბიუ", ""ანდერლეხტი" და "ბრიუგე" ინტერესდებიან.

"ბრონდბიუმ" დანიის სუპერლიგა მეორე ადგილზე დაასრულა და ევროპალიგაზე ასპარეზობას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს. "ანდერლეხტი" ბელგიის ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა, "ბრიუგემ" კი იმავე ბელგიის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფშია.
მკითხველის კომენტარები / 11 /
რიგი დაუდგაო.რატომაც არ დაუდგება,ამისთანა ბიჭს უკაპიკოდ ჩაიგდებენ ხელშიდა მერე აქეთ ათხოვებენ საბურთალოს იჯარით,ან კიდევ რასა ჰკარგავენ,ეგდოს სხვენში კომბლეს გამოთლილი კომბალივით,თუ გამოგვადგა,ხომ კარგი,თუ არადა საჭმელს ეგ არ მოითხოვს და სასმელსო.გიორგის აგან სწორი საქციელი იქნება კონტრაქტი დადოს საბურთალოსთან,ნახევარი წელი მაინც კიდევ ითამაშოს და მერე უკვე იფიქროს ნორმალურ კლუბზე.გიორგის ისეთი სათამაშო პრაქტიკა,საბურთალოში რომ აქვს,სხვაგან არ ექნება და ეს უნდა გაითვალისწინოს.კონტრაქტზე იმიტომ ვთქვი,რომ საბურთალოს გაზრდილი ფეხბურთელის ასე უფასოდ წასვლა არ მიმაჩნია სამართლიანად.ვიღაც ოხერმა უნდა ისარგებლოს და გამზრდელმა არა?
სოსო
10:26 24-06-2017
0
რა გინდა KAXA რას გადამეკიდე კაცო რა ვთქვი ტყუილი არაერთი მაგალითი გვინახავს ასეთი.
kika
17:53 23-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული