"ანდერლეხტი", "ბრიუგე", "ბრონდბიუ" - გიორგი ხარაიშვილს რიგი დაუდგა

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და "საბურთალოს" ნახევარმცველით, გიორგი ხარაიშვილით რამდენიმე ევროპული კლუბია დაინტერესებული.

დანიური ipsbladet.dk ბელგიურ Voetbalnieuws.be-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ 20 წლის ნახევარმცველით "ბრონდბიუ", ""ანდერლეხტი" და "ბრიუგე" ინტერესდებიან.

"ბრონდბიუმ" დანიის სუპერლიგა მეორე ადგილზე დაასრულა და ევროპალიგაზე ასპარეზობას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს. "ანდერლეხტი" ბელგიის ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა, "ბრიუგემ" კი იმავე ბელგიის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფშია.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ჯერ ამას დაწერენ მერე კი აღმოჩნდება რომელიღაც მაჩანჩალა გუნდი მაგალითად რანდერსის ან ესბიერგის მსგავსში.
kika
23 ივნისი 2017 14:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული