ავთო ებრალიძის არჩევანი: "ბოავიშტა", "ფერეირა", "რიუ ავე", ესპანეთი, თურქეთი, პოლონეთი...

AutoSharing Option
futbolportuguesdesdeespana.com-ის ინფორმაციით, "ჟილ ვისენტეს" შემტევ ნახევარმცველ ავთო ებრალიძეს ესპანური, პოლონური, თურქული და პორტუგალიური კლუბები ეპატიჟებიან.

ავთო 25 წლისაა და მას საქართველოს ნაკრებშიც უთამაშია. ბოლო 4 სეზონი მან "ჟილ ვისენტეში" გაატარა.

საიტის მტკიცებით, პორტუგალიაში მას "ბოავიშტა", "პაკუშ დე ფერეირა" და "რიუ ავე" ეპატიჟებიან.

თუმცა უფრო დიდი შანსია, რომ იგი ან თურქულ სუპერლიგაში გადავიდეს, ან ყოფილ სეგუნდა დივიზიონში (ლა ლიგა 1|2|3). ესპანური ვარიანტიდან ცნობილია, რომ დაინტერესებული კლუბი ჩრდილოეთის რეგიონიდანაა.

ავთომ "ჟილ ვისენტეს" მაისურით 120 ოფიციალური მატჩი ჩაატარა. პორტუგალიაში მან 6 სეზონი გაატარა
ჯამში (მანამდე "ოლივეირენშესა" და "ევორაში" ასპარეზობდა).
მკითხველის კომენტარები / 2 /
ავთო კაი ფეხბურთელი ხარ, ბოლოს საგრძნობლად გაქვს მომატებული, ასე ვთქვათ, უკვე ჩამოყალიბებული იგროკი ხარ, მიტომაც გყავს ამდენი მსურველი, ვაისი და ფედერაცია ვერ გამჩნევს მხოლოდ. ამიტომ გეუბნები რომ თურქეთისკენ არც გაიხედო, ამდენი ხნის ნაშრომი წყალში ჩაგეყრება. თუ ლა ლიგაში გადამსვლელი გუნდის ვარიანტია, არც ესპანეთი დაიწუნება, პოლონეთიც, თუ საპრიზო გუნდია კარგია, პორტუგალიის უმაღლეს ლიგაზე რომ არაფერი ვთქვათ. ვიცი ლუბოის გაქაჩავ. შენს ასაკში შეცდომა აღარ გეპატიება, რადგან ვეღარასდროს გამოასწორებ. საშემოდგომოდ ნაკრებში იქნები და აბა შენ იცი. წარმატებები
vaso
17:11 03-07-2017
0
ლანჩხუთლები გულშემატკივრობენ ავთოს! ეამაყებათ მისი წარმატებები. იგი ძალიან ლამაზი ოჯახის შვილია!
ნუგზარი
17:02 03-07-2017
0

სიახლეები პოპულარული