შოთა არველაძე: ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით და მე ეს მომწონს...

AutoSharing Option
ტაშკენტის "ფახთაქორის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ ინტერვიუ მისცა უზბეკური კლუბის ოფიციალურ საიტს.

ვფიქრობთ, ის უინტერესო არც ჩვენი მკითხველისთვის იქნება...

- მოგვიყევით თქვენს პირველ უზბეკურ შთაბეჭდილებებზე...
- თავდაპირველად, მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც მომცა უზბეკეთში მუშაობისა და ცხოვრების შანსი. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის კლუბის პრეზიდენტ ბობურ შოდიევს, რომელმაც მცირე დროში ბევრი რამ გააკეთა "ფახთაქორის" საკეთილდღეოდ. ჩვენ ვისაუბრეთ კლუბის მომავალზე და ვიმედოვნებ, ეს მომავალი იქნება ნათელი...

რაც შეეხება ზოგადად უზბეკეთს, ვიცოდი აქაურების სტუმართმოყვარეობის შესახებ და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. მოკლედ, აქ კარგად ვარ და
განწყობაც შესაფერისია.

- მოულოდნელი იყო თქვენთვის "ფახთაქორის" შეთავაზება?
- მართლაც მოულოდნელი იყო, მაგრამ ცხოვრება ხომ სავსეა ასეთი მოულოდნელობებით და მე ეს მომწონს.

- აქამდე რა გსმენოდათ უზბეკურ ფეხბურთზე?
- ვიცი კლუბის წარმატებებსა და იმ ტრაგედიაზე, რომელიც მოხდა 1979 წელს... ვიცი ისიც, რომ "ფახთაქორში" თამაშობდნენ ქართველები, მაგალითად - მანუჩარ მაჩაიძე... რაც შეეხება უზბეკეთის ნაკრებს, სიმართლე გითხრათ, ამ გუნდზე არ მაქვს ბევრი ინფორმაცია, მაგრამ მომავალში უთუოდ მექნება.

- 1993 წელს თქვენ ითამაშეთ "ფახთაქორის" წინააღმდეგ და ორი გოლი გაიტანეთ. ასევე ითამაშეს რევაზ და არჩილ არველაძეებმა. გახსოვთ ის მატჩი?
- ნამდვილად არ მახსოვდა, მაგრამ მეგობრებმა გამახსენეს... დიახ, მაშინ სამი არველაძე თამაშობდა თბილისის "დინამოში"...

- რომელია თქვენთვის ყველაზე გამორჩეული იმ უცხოური კლუბებისგან, რომელშიც ადრე გიმუშავიათ?
- ყველას კარგად ვიხსენებ. მათ ხელი შეუწყვეს ჩემს კარიერულ წინსვლას... რაც შეეხება მწვრთნელობას, პირველი ნაბიჯები "ალკმაარში" გადავდგი. ძალიან დამეხმარნენ მარკ ბრანსი და ლუის ვან გაალი. ვიმუშავე იმავე ვან გაალთან, რონალდ კუმანთან, დიკ ადვოკაატთან...

- შეიძლება ითქვას, რომ თქვენ ხართ ჰოლანდიური სამწვრთნელო სკოლის მიმდევარი?
- ასეა. ჰოლანდიაში ბევრი რამ ვისწავლე.

- ვან გაალი, კუმანი, ადვოკაატი - რა ისწავლეთ მათგან?
- ისინი სხვადასხვა პერსონაჟები არიან, მუშაობის სტილიც სხვადასხვა აქვთ, მაგრამ სამივე წარმატებული სპეციალისტია და ცხადია, მათაც ბევრი რამ მასწავლეს.

- როგორი იქნება "ფახთაქორის" ფეხბურთი?
- ჩვენ საკლუბო ტრადიცია უნდა გავაგრძელოთ. უნდა ვითამაშით ლამაზი და შემტევი ფეხბურთი. უკვე ვმუშაობთ ამ მიმართულებით.

- თქვენ უკვე ნახეთ უზბეკეთის ჩემპიონატის რამდენიმე მატჩი. რას იტყვით აქაური ჩემპიონატის დონეზე?
- ჯერჯერობით, ბევრს ვერაფერს ვიტყვი. უბრალოდ, ვიცი, რომ გუნდები ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ, დიდ ყურადღებას აქცევენ ბურთთან მუშაობას.

- რა პრინციპით მუშაობს თქვენი სამწვრთნელო შტაბი?
- ყველას აქვს თავისი ფუნქცია. დიდ ყურადღებას ვაქცევთ აკადემიასაც. ჩვენ გვინდა, რომ დავაწინაუროთ ახალგაზრდა ფეხბურთელები, მათ ძირითად გუნდთან ერთად უნდა ივარჯიშონ. ეს არის ჩვენი მუშაობის სტილი.

- როგორ საქმიანობს "არველაძეების ფონდი"?
- ეს ფონდი სამმა ძმამ დავაფუძნეთ. მისი მთავარი მიზანია, დაეხმაროს ბავშვებს, რათა ისინი გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. მერე მოდის სპორტი. უკვე 10 წელია, არსებობს ეს ფონდი, დიდ შედეგებს მივაღწიეთ. ბავშვები დაკავდნენ სპორტით, შეითვისეს ცხოვრების ჯანსაღი წესი. ჩვენ ვთანამშრომლობთ პრემიერ-მინისტრის ფონდთან და ვცდილობთ იმ ბავშვების დახმარებას, რომელთაც აქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

- რა შეგიძლიათ უთხრათ "ფახთაქორის" გულშემატკივრებს?
- მინდა მივესალმო მათ! მხოლოდ მათთან ერთად ვიქნებით დიდი გუნდი. ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი და დიდი "ფახთაქორი" - კლუბის პრეზიდენტი და მთელი სტაფი მუშაობს ამისთვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
არველაძე საქართველოს ნაკრების მწვრთნელად!
დათო
15 ოქტომბერი 2017 11:49
2
გაიხარე შოთი,არ მოუსმინო არავის ,შურთ თკვენი .ჰმერთმა იცის ვის უნდა აშოვნინოს 10000000 ღო მერე უპრო მეტი სიკეთე აკეთოთ
dato
07 ივლისი 2017 01:28
2
ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი.ნეტა შენისთანა მოგვცა ეხლა . ჰმერთმა სულ ეგრე გახარებული გატაროს და მილიონები გაშოვნინოთ რასაც თქვენ სიკეთეს აკეთებთ იხარეთ და იბედნიერეთ არველადზეებო
gaga
07 ივლისი 2017 01:25
0
ცხონებული ზურაბ წერეთელი , რომელიც ფახტაკორში , დაღუპული გუნდის ასაღორძინებლად ჩავიდა - უზბეკეთში კაცობის და ადამიანობის ეტალონად იყო მიჩნეული! მან ყოველგვარ პრივილეგიაზე , ბინაზე და მანქანაზე უარი თქვა , დაღუპულის ოჯახებს გადაეცითო და თვითონ გუნდის ბაზაზე ცხოვრობდა ! სამწუხაროა რომ ასეთი ვაჟკაცი სრულიად ახალგაზრდა , ავტოკატასტროფაში დაიღუპა ! ღმერთმა აცხონოს მისი სული ! მისი სახელი დღესაც ახსოვს ჩვენი თაობის ხალხს იქ ! კლუბის მუზეუმში კი სპეციალური კუთხეა მოწყობილი !
კახაბერი
06 ივლისი 2017 22:34
0
1979წ დაღუპული პახტაკორის აღსადგენად ყველა უმაღლესი ლიგის გუნდიდან მიავლინეს ფეხბურთელები ტაშკენტში.თბილისის დინამოდან მარცხენა თავდამსხმელი ზურა წერეთელი მიიწვიეს. შემგომში ზურა წარმატებით თამაშობდა მოსკოვის დინამოში.
lo
06 ივლისი 2017 22:06
0
მანუჩარმა სადღაც ნახევარი წელი დაყო პახტაკორში..და ცხონებულ ზურა წერეთელზე დღესაც ლოცულობენ ტაშკენტში..უნიჭიერესმა კაცმა დინამოში ადგილი რომ ვერ მოიპოვა ადგა პახტაკორში უნაგაროდ გადავიდა..79 წელს ავიაკატასტროფაში დაიუპა პახტაკორის გუნდი..და ახალი გუნდის ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი შეიტანა..დღესაც უდიდესი სიყვარულით სარგებლობს ..
bujanga
06 ივლისი 2017 20:04
0
მაგარი მაფიოზაააა.ბოლოს მიახვედრეს ალბატ რო ბაქიბუქობდა სჰენი ადგილი ევროპასჰი არარიოო და დაეცა ბიჰი მიცასე,ხიე პახტაკორს სჰოტოოო
bajo
06 ივლისი 2017 19:32
0
21 საუკუნის ოსტაპ ბენდერიი,დდდდ
arvela
06 ივლისი 2017 18:00
0
ამ არველადზეებს ნამუსი ტუ გაქვტ??მტელ საქარტველოს ესე ეზიზგებოდე და მაინც ეტენებოდე კვეგან ...ბადურასჰვილი ხარრრ???
ar dabloko
06 ივლისი 2017 17:58
0
დიდი წარმატებები შოთას უზბეკეთში და შემდეგ საქართველოში. ძალიან გამეხარდება თუ არველაძეების ფონდი დაარსებს საფეხბურთო კლუბს. მგონია, რომ ეს საქმე ძაან წაადგება ფონდის დამარსებლებსაც და ქართულ ფეხბურთსაც. დიდ გამოცდილებას გამოყენება უნდა.
gizog
06 ივლისი 2017 16:43
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული