"შახტარი": დიახ, გიორგი არაბიძის ტრანსფერზე მოსკოვის "ლოკომოტივი" გველაპარაკება

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარმა" ნამდვილად მიიღო გიორგი არაბიძის ტრანსფერთან დაკავშირებით მოსკოვის "ლოკომოტივისგან" წინადადება.

ინფორმაცია, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის აგენტმა მიხაილ მეტრეველმა სოციალური ქსელით გაავრცელა, უკრაინული კლუბის გენერალურმა დირექტორმა სერგეი პალკინმა ახლახან პრესკონფერენციაზე დაადასტურა.

- მოსკოვის "ლოკომოტივმა" "შახტარს" გიორგი არაბიძის ტრანსფერზე მიმართა

მეტრეველმა "ლოკომოტივისგან" არაბიძით დაინტერესების შესახებ 29 ივნისს დაწერა, მას შემდეგ კი მოლაპარაკებებზე აღარაფერი ისმოდა. და აი, როგორც ახლახან "შახტარის" გენდირექტორმა თქვა, მოსკოველებისგან წინადადება მართლაც მიიღეს, ოღონდ მოლაპარაკებათა პროცესი აუჩქარებლად მიმდინარეობს.

"დიახ, "ლოკომოტივმა" ნამდვილად მოგვმართა არაბიძის გადაბირებასთან დაკავშირებით, მაგრამ
ჯერ კონკრეტულს ვერაფერს მოგახსენებთ, მოლაპარაკებები როგორღაც დუნედ მიმდინარეობს", - თქვა პალკინმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი არაბიძე "შახტარში" 2015 წლის ოქტომბერში, თბილისის "ლოკომოტივიდან" გადავიდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ტრანსფერი უკრაინულ გრანდს 650 ათასი ევრო დაუჯდა. ქართველმა ტალანტმა დონეცკელთა მთავარ გუნდში თავი ჯერჯერობით ვერ დაიმკვიდრა და ძირითადად, ახალგაზრდულ გუნდში გამოდიოდა.

ამჟამად არაბიძე საქართველოშია და 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს. რაც შეეხება მოსკოვის "ლოკომოტივს", ამ გუნდში ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია ჩაირიცხა.
მკითხველის კომენტარები / 19 /
არანაირად არ უნდა გადავიდეს ლოკომოტივში,დაამტკიცე შახტარში ჯერ და თუ დაამტკიცებს უფრო მაღალი დონის გუნდშიც მოხვდები ევროპაში
smouk
01:35 08-07-2017
0
არა მგონია ლოკომოტივმა აიყვანოს არაბიძე. რაღაც ილუზიებში ვცხოვრობთ. არაბიძე არ არის გიო ქინქლაძე, ვერც გახდება, რომ დიდმა კლუბებმა მისთვის ერთმანეთი დაჭამონ. ისე ღმერთმა სიკეთე მისცეს, მე არ ვიყო მართალი, დიდი სიამოვნებით მოვიხდი ბოდიშს.
თემო
01:38 08-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული