ლეგიონი ევროთასებზე: გვილია და ჯიღაური არ ჩანან, სვანაძემ მძიმედ მოიგო

AutoSharing Option
12 ივლისს უეფას ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა. ასევე, ერთი შეხვედრა ჩატარდა ევროპალიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე. ითამაშეს ქართველი მწვრთნელ-ფეხბურთელების გუნდებმაც.

ჩემპიონთა ლიგაში არცთუ კარგი სტარტი გამოუვიდა ვაკო გვილიას გუნდს, ბორისოვის ბატე-ს, რომელმაც საშინაო შეხვედრაში სომხურ "ალაშკერტს" ვერ აჯობა - 1:1. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, რომელსაც ბოლო დროს ტრავმები აწუხებს, მატჩის განაცხადში არ ყოფილა.

ფრედ, 1:1 ითამაშა ჯაბა ჯიღაურის გუნდმაც, სკოპიეს "ვარდარმა", ოღონდ სტუმრად - შვედურ "მალმიოსთან". ჯაბა "ვარდარის" განაცხადში ტრავმის გამო არ იყო.

ბატე და "ვარდარი" საპასუხო შეხვედრებს
18 ივლისს გამართავენ.

ევროპალიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი შეხვედრა მოიგო ზაურ სვანაძის გაწვრთნილმა ბაქოს "ინტერმა", რომელმაც ლუქსემბურგის "ფოლას" მხოლოდე ერთი გოლი გაუტანა - 1:0. ამ გუნდების საპასუხო დაპირისპირება 20 ივლისს ჩატარდება.

"ძალიან მძიმე თამაში გამოვიდა. გუნდი ურიგოდ არ გაისარჯა, პრობლემები კი მოკლე "სათადარიგოთა სკამმა" შეგვიქმნა. დაღლილები ვჩანდით. კარგა ხანია, სულ ერთი და იგივე ფეხბურთელები თამაშობენ. კარგია, რომ მოვიგეთ. იმედია, მეორე თამაშში "ფოლა" დაცვაში აღარ ჩაჯდება, ჩვენ კი მეტოქის კონტრშეტევაზე დაჭერას შევეცდებით", - თქვა ქართველმა სპეციალისტმა თამაშის შემდეგ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაღაც ხდება გვილიას თავს.მემგონი მარტო ტრამვის ამბავი არ უნდა იყოს!
kika
16:20 13-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული