A Bola: ლისაბონის "ბენფიკა" ისევ გიორგი მაკარიძის ტრანსფერს მიუბრუნდა

AutoSharing Option
პორტუგალიურ მედიაში ისევ წერენ გიორგი მაკარიძის "ბენფიკაში" შესაძლო გადასვლის შესახებ. A Bola, Turbo და Guimarães Digital ამტკიცებენ, რომ ქართველის ტრანსფერი ლისაბონურ გრანდში ისევ შესაძლებელი გახდა.

ამის მიზეზი მადრიდის "ატლეტიკოს" გოლკიპერის, ანდრე მორეირას საქციელია, რომელმაც ბოლო მომენტში "ბენფიკა" მიატოვა და "ბრაგაში" იჯარით გადავიდა.

"ატლეტიკოსთან" ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ "ბენფიკა" იძულებულია, მეკარე დაიმატოს. "და ლუჟზე" ახლა ბრუნო ვარელა, ჟულიო სეზარი და პაულო ლოპეში ირიცხებიან. რუი ვიტორიას ახალი გოლკიპერი სურს, რომ 39 წლის ლოპეში საკლუბო სტრუქტურაში გადაიყვანოს.

შეგახსენებთ, რომ "ბენფიკაში" ქართველის გადასვლაზე ჯერ კიდევ ივნისში წერდნენ.
პორტუგალიური პრესა იუწყებოდა, რომ კლუბისა და მეკარის წარმომადგენლები მოლაპარაკების მაგიდასაც მიუსხდნენ, მაგრამ მაშინ ამ საქმისგან არაფერი გამოვიდა.

ამის მერე მაკარიძეს სწორედ "ბრაგას" უკავშირებდნენ, მაგრამ ქართველმა იქ გადასვლაზე უარი განაცხადა და "ბრაგას" პრეზიდენტი გააბრაზა.

აღსანიშნავია, რომ ბოლოს მაკარიძეს უკვე ესპანურ "დეპორტივოს" უკავშირებენ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
"ბრაგა" არ იყო ცუდი ვარიანტი, თანაც ძირითადი გოლკიპერის ამპლუაში. ესპანეთის თემა საერთოდ საუკეთესოა.
მერაბი
09:02 14-07-2017
0
ძალიან კარგია თუმართლა გადავა პორტუგალიურ გრანდში,მაგრამ ვეჭვობ რომ სათადარიგო სკამზე მოუწევს დიდიხნის გატარება,რაც რათქმაუნდა მის სათამაშო პრაქტიკაზე პირდაპირ პროპორციულად იმოქმედებს,ამიტო ჩემი აზრით ბენფიკაში მისი გადასვლა არაა სწორი სპორტული თვალსაზრისით
alika
18:25 13-07-2017
0

სიახლეები პოპულარული