ლეგიონი ევროპალიგაზე: ვერც ცხადაძემ მოიგო, ვერც ბერიძემ

AutoSharing Option
13 ივლისს ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა, რომლებშიც ქართველი მწვრთნელ-ფეხბურთელების გუნდებმაც ითამაშეს.

კახა ცხადაძის გაწვრთნილი "ქაირათი" ალმათიში ალბანურ "სკანდერბეუსთან" ფრეს დასჯერდა - 1:1.

საკუთარ მოედანზე ანგარიშით 0:2 დამარცხდა თამაზ პერტიას გაწვრთნილი ლატვიური "ლიეპაია", რომელსაც მეტოქედ ლიტვური "სუდუვა" ჰყავდა. მასპინძელთა შორის შეუცვლელად ითამაშა გიორგი ერისთავმა.

საშინაო მატჩი ვერც გიორგი ბერიძის გუნდმა სლოვაკურმა "ტრენჩინმა" მოიგო, რომელმაც მანამდე ქუთაისის "ტორპედო" გაგვიმწარა. "ტრენჩინი" თელ-ავივის "ბნეი-იეჰუდასთან" სულაც აგებდა, მაგრამ საბოლოოდ ფრეს გამორჩა - 1:1. ბერიძემ შეუცვლელად ითამაშა.

რაც შეეხება ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული
გუნდების სხვა მეტოქეებს, ავსტრიულმა "ალტახმა", რომელმაც ტურნირს საჩხერის "ჩიხურა" გამოთიშა, ამჯერად საკუთარ მოედანზე ბელორუსის "დინამო-ბრესტს" ვერ მოუგო - 1:1.

მოგება ვერც ბელოსტოკის "იაგელონიამ" შეძლო, რომელმაც ბათუმის "დინამოს" პირველ ეტაზე ორი მატჩის ჯამში ხუთი გოლი გაუტანა. პოლონური გუნდი აზერბაიჯანში "გაბალას" დაუზავდა - 1:1.

ევროპალიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრები 20 ივლისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული