"შახტარის" აკადემიის ახალი დირექტორი: გიორგი არაბიძე მთავარ გუნდში უნდა გადავიყვანოთ

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" აკადემიას ახალი დირექტორი ჰყავს. დღეიდან აკადემიას არგენტინელი ხორხე რაფო უხელმძღვანელებს, რომელიც აქამდე "ბარსელონაში" მუშაობდა.

თავის პრეზენტაციაზე არგენტინელმა სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო კი გიორგი არაბიძეა.

არაბიძემ გასული სეზონი "შახტარის" ასაკობრივ გუნდებში გაატარა, სეზონის მიწურულს კი მთავარ გუნდშიც მიეცა შანსი. ამის შემდეგ, ხმები გავრცელდა, არაბიძის შეძენა მოსკოვის "ლოკომოტივს" სურსო. "შახტარიდან" წასვლაზე თავად გიორგიც ალაპარაკდა: "დიდი ალბათობით, "შახტარიდან" წავალ, მაგრამ არა რუსეთში!". სწორედ ეს თქვა მან ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე ჩეხეთთან დასრულებული მატჩის შემდეგ.

- გიორგი არაბიძე: "შახტარიდან" მივდივარ... რუსეთში
თამაშს გამოვრიცხავ!


თუმცა, წავა თუ არა ის "შახტარიდან", ჯერაც უცნობია. ერთი რამ კი, ხორხე რაფოს პრესკონფერენციიდან ნათელი ხდება: მას არაბიძე "შახტარის" მთავარ გუნდში სურს.

"აკადემია უკვე დავათვალიერე და ფეხბურთელებიც გავიცანი. ვაპირებ აქაც ის მეთოდები გამოვიყენო, რომელსაც "ბარსელონაში" ვიყენებდი.

აქ ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს, რომელსაც განვითარებაში ხელი უნდა შევუწყოთ. მაგალითად, დუბლებში გიორგი არაბიძეა. ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და იმდენი უნდა ვქნათ, რომ პირველ გუნდში გადავიყვანოთ", - თქვა ხორხე რაფომ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა თქმა უნდა თუ არ გადაიყვანეს უნდა წავიდეს ნორმალურ ევროპულ გუნდში."შახტარი" ისე ექცევა როგორც ბოღმიანი დირექტორი ფრიადოსან მოსწავლეს ერთიდაიგივე კლასში რომ ჩატოვებს სამჯერ.
................
20:09 19-07-2017
0
sahvilihvilod unda avkrzalot hangars qartveli fexbyrtelis yidva
gigo
09:13 20-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული