"საქართველოში ახლა ყველაზე დიდი ტალანტი, რომელიც უკვე გადაიზარდა ჩემპიონატისთვის, ოთარ კიტეიშვილია.
მას უდიდესი პოტენციალი აქვს და შეიძლება, მაღალი დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს. მისით დონეცკის "შახტარი" და კიევის "დინამო" იყვნენ დაინტერესებული.
კიტეიშვილმა ევროპული კლუბებიც დააინტერესა. მან ცოტა ხნის წინათ, მცირე ტრავმა მიიღო, მაგრამ მალე დაბრუნდება და მისდამი ინტერესი გაორმაგდება", - ამბობს გულორდავა.