"კლუბის პრეზიდენტ ჟან-პიერ კაილოსთან და მწვრთნელ დავიდ გუიონთან საუბარში აშკარად გამოჩნდა, რომ ფეხბურთელის მისწრაფება არაფრით ემთხვევა კლუბის მიზნებს. კლუბს ურჩევნია იმ ფეხბურთელებს დაეყრდნოს, რომელთაც "რეიმსში" თამაში სურთ. ქართველს აღარ აკავშირებს კონტრაქტი კლუბთან, ის არც კომპენსაციას მიიღებს", - ვკითხულობთ კლუბის განაცხადში.
დიდი ალბათობით, ჯაბა კანკავა ერთ-ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში გააგრძელებს კარიერას. 31 წლის ფეხბურთელი "რეიმსში" უკრაინული "დნიპროდან" 2015 წელს გადავიდა.