"დანიურ კლუბს საშინელი სატრანსფერო სეზონი აქვს და გააქტიურებას აპირებს. 28 წლის ხოჭოლავას "შახტარის" რიგებში 95 მატჩი აქვს გამართული. საქართველოს ნაკრებში 28 შეხვედრის ჩამტარებელი მცველის შეძენა სტოლე სოლბაკენს გასულ ზაფხულსაც სურდა, თუმცა ვერ მოახერხა, რადგან უკრაინული კლუბი მის გასხვისებას არ აპირებდა."
ტელეკომპანია "ფუტბოლის" ჟურნალისტი იგორ ბურბასი იტყობინება, რომ "კოპენჰაგენი" ხოჭოლავას ოთხწლიან კონტრაქტს გაუფორმებს, მისი ტრანსფერი კი 2 მილიონი ევრო დაუჯდება და კიდევ შესაძლოა, დონბასურ კლუბს 2
"კოპენჰაგენმა" დანიის ჩემპიონატის გასულ სეზონში მესამე ადგილი დაიკავა. სუპერლიგის ახალი გათამაშება სტარტს 18 ივლისს აიღებს. ხოჭოლავას სავარაუდო კლუბი კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელარუსულ "ჟოდინოს" დაუპირისპირდება.
ხოჭოლავას კიდევ ერთი ბელგიური მსურველი გამოუჩნდა
არც წიტაიშვილმა ითამაშა და არც ხოჭოლავამ - "შახტარმა" და "დინამომ" ვერ იმარჯვეს
"ბარსელონას" ყოფილი მცველი "შახტარში" - ხოჭოლავას კონკურენტად