ხოჭოლავა დანიასა და კონფერენს ლიგასთან ახლოს

AutoSharing Option
დანიური bold-ი წერს, რომ "კოპენჰაგენი" ახლოსაა საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" მცველ დავით ხოჭოლავას შეძენასთან:

"დანიურ კლუბს საშინელი სატრანსფერო სეზონი აქვს და გააქტიურებას აპირებს. 28 წლის ხოჭოლავას "შახტარის" რიგებში 95 მატჩი აქვს გამართული. საქართველოს ნაკრებში 28 შეხვედრის ჩამტარებელი მცველის შეძენა სტოლე სოლბაკენს გასულ ზაფხულსაც სურდა, თუმცა ვერ მოახერხა, რადგან უკრაინული კლუბი მის გასხვისებას არ აპირებდა."

ტელეკომპანია "ფუტბოლის" ჟურნალისტი იგორ ბურბასი იტყობინება, რომ "კოპენჰაგენი" ხოჭოლავას ოთხწლიან კონტრაქტს გაუფორმებს, მისი ტრანსფერი კი 2 მილიონი ევრო დაუჯდება და კიდევ შესაძლოა, დონბასურ კლუბს 2
მილიონი ბონუსების სახით გადაუხადოს.

"კოპენჰაგენმა" დანიის ჩემპიონატის გასულ სეზონში მესამე ადგილი დაიკავა. სუპერლიგის ახალი გათამაშება სტარტს 18 ივლისს აიღებს. ხოჭოლავას სავარაუდო კლუბი კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელარუსულ "ჟოდინოს" დაუპირისპირდება.

altხოჭოლავას კიდევ ერთი ბელგიური მსურველი გამოუჩნდა

altარც წიტაიშვილმა ითამაშა და არც ხოჭოლავამ - "შახტარმა" და "დინამომ" ვერ იმარჯვეს

alt"ბარსელონას" ყოფილი მცველი "შახტარში" - ხოჭოლავას კონკურენტად

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული