ოფიციალურად:ხოჭოლავა "კოპენჰაგენის" ფეხბურთელია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების 28 წლის მცველი დავით ხოჭოლავა კარიერას დანიის ტიტულოვან კლუბ "კოპენჰაგენში" გააგრძელებს. ქართველი ფეხბურთელი დანიაში 2025 წლამდე დარჩება.

"მოხარულები ვართ, რომ ეს გარიგება შედგა. ხოჭოლავა ძლიერია ორთაბრძოლებში და ამავდროულად, პასის კარგი კულტურა აქვს,ნახევარდაცვაშიც უთამაშია." - ქართველ მცველს კლუბის ოფიციალურ გვერდთან, მთავარი მწვრთნელი იეს ტორუპი ასე ახასიათებს.

დავით ხოჭოლავა: "კოპენჰაგენი" დიდი კლუბია, რომელსაც ლამაზი ისტორია აქვს, მათ შორის, ევროპაშიც. მათი ინტერესის შესახებ დიდი ხანია ვიცოდი. მიუხედავად იმისა, რომ დაინტერესება სხვა გუნდებსაც ჰქონდათ, ჩემს მომავალს "კოპენჰაგენში" ვხედავდი. ვიცი, რომ მაღალი დონის
თანაგუნდელები მყავს და მოუთმენლად ველოდები მოედანზე გასვლას."

"კოპენჰაგენი" დანიის 13-გზის ჩემპიონია და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ოთხჯერ უთამაშია. გუნდს სულ მალე დაპირისპირება ბელარუსის "ჟოდინოსთან", კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, აქვს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების მცველის უკანასკნელი კლუბი დონეცკის "შახტარი" იყო.

altხოჭოლავა დანიასა და კონფერენს ლიგასთან ახლოს



მკითხველის კომენტარები / 1 /
თავისუფალი აგენტის სტატუსით კი არა 2,5 მილიონი ლიმონი გადაიხადა კოპენჰაგენმა!
kaxa
12:46 06-07-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული