ჯანო ანანიძემ საემიროებში პირველად ივარჯიშა [ფოტოები]

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკი", რომელშიც საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ირიცხება, უკვე ჩავიდა საემიროებში, სადაც გუნდი მოსამზადებელ პერიოდს გაივლის.

სპარტაკელებმა ვალერი კარპინის თავკაცობით პირველი ვარჯიშიც გამართეს, რომელშიც მონაწილეობა ჯანო ანანიძემაც მიიღო.

ფეხბურთელებმა სტადიონ "შეიხ ზაიედზე" ივარჯიშეს, სადაც შეხვედრებს არაბეთის გაერთინებული ემირატების ნაკრები მართვას. კარპინის შეგირდების რიგით მეორე ვარჯიში დღეს დილით არის დაგეგმილი, ხოლო საღამოს გუნდი სატრენაჟორო დარბაზში გაირჯება.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ნახევარმცველი "სპარტაკთან" ერთად შეკრებაზე 22 იანვრამდე გაჩერდება. 20 იანვარს კი მოსკოველები ამხანაგურ მატჩს ხარკოვის "მეტალისტთან" ჩაატარებენ.

Sportall.Ge
Sportall.Ge
Sportall.Ge
Sportall.Ge
Sportall.Ge
Sportall.Ge
Sportall.Ge
Sportall.Ge
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული