
არნემელთა ოფიციალურ საიტზე ჩატარებულ გამოკითხვაში ყაზაიშვილის გოლს მხარი ფანების 44-მა პროცენტმა დაუჭირა.
"ვალვაიკთან" ხსენებული შეხვედრა "ვიტესმა" 4:0 მოიგო, ყაზაიშვილმა კი 21-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა იხილეთ ვიდეო. ამ შეხვედრაში, ვაკომ, რომელიც თავის მეორე მატჩს ატარებდა არნემელთა შემადგენლობაში, სტენლი აბორასთან "კედელი" გაითამაშა და საჯარიმოში შესულმა მეტოქის მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.
აღსანიშნავია, რომ ეს გოლი ყაზაიშვილისთვის ერედივიზიონში პირველი იყო.