მომავალი დაპირისპირების წინ ადგილობრივი სპორტული საიტი azerisport.com, სხვებთან ერთად, საქართველოს ნაკრებისა და აზერბაიჯანული "ბაკის" მცველ გიორგი ფოფხაძესაც დაუკავშირდა და აზრი ჰკითხა.
სხვათა შორის, შარშან გიორგის "ზესტაფონის" წინააღმდეგ თამაში ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ავსტრიული "შტურმის" მაისურით მოუხდა.
თავდაპირველად ქართველ მცველს ევროპის ლიგაზე მისი გუნდის წარუმატებელ გამოსვლაზე ჰკითხეს.
- ევროპის ლიგაზე "მურასთან" განცდილი წარუმატებლობისგან მიღებული შოკიდან გამოსვლა
- გონზე ჯერ კიდევ ვერ მოვსულვარ. მიზეზებს ვეძებ. ძალიან განვიცდი, ასე რომ მოხდა. ჩვენ მეტოქე სათანადოდ არ შევაფასეთ, რის გამოც დავისაჯეთ. ამისთანა პირობების მქონე "ბაკიმ" ვერ შეძლო სლოვენიური გუნდის ბარიერის გადალახვა...
- გულშემატკივრების წინაშე ბოდიშის მოხდის სურვილი არ გაგიჩნდათ?
- განა სიტყვებით ეს შესაძლებელია? საამისოდ საქმის გაკეთებაა საჭირო. გვინდა ჩემპიონატში წარმატებით ვიასპარეზოთ, რათა ქომაგის ნდობა კვლავაც მოვიპოვოთ.
- მაინც რა ვერ შეძელით სლოვენიაში?
- ვფიქრობ, დამნაშავე თავად ვართ. არ შევაფასეთ მეტოქე და თან, ცუდად გამოვიყენეთ ჩვენი მომენტები.
- მოდით, თემა შევცვალოთ. დღეს ერთმანეთის პირისპირ საქართველოს და აზერბაიჯანის საუკეთესო გუნდები წარსდგებიან. რას წარმოადგენს თქვენი ქვეყნის ჩემპიონი?
- ძალიან მაოცებს, როდესაც ზოგიერთი აზერბაიჯანელი საფეხბურთო მოღვაწე "ზესტაფონზე" აგდებულად საუბრობს და მას სუსტ გუნდად მიიჩნევს.
მართალია, ბოლო დრომდე ქართულ ფეხბურთში ლიდერი თბილისის "დინამო" იყო და ეს გუნდი დომინირებდა, მაგრამ გამოჩნდნენ სხვა კლუბებიც, რომლებსაც ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლიათ. ამის მაგალითი "ზესტაფონია", რომელიც საქართველოში საუკეთესო ზედიზედ ორჯერ გახდა.
- გასაკვირია, რომ გუნდში არ არიან ლეგიონერები...
- კლუბის ხელმძღვანელობა ყურადღებას ქართველ ფეხბურთელებზე ამახვილებს, თუმცა ბიუჯეტით "ნეფთჩის" არ ჩამოუვარდება. ისინი ადგილობრივ კადრებთან მუშაობენ, ხოლო რამდენად კარგი კადრები ჰყავთ, ამას სამშაბათს გაიგებთ.
- "ზესტაფონიდან" ვისი გამორჩევა შეიძლება?
- გუნდში ძალიან კარგი ფორვარდები არიან, თუმცა გამოკვეთილი არავინაა. ეს საშუალებას აძლევს მწვრთნელს, გუნდში ვარირება განახორციელოს.
ჯაბა დვალი - ბრწყინვალე ფეხბურთელია. არის კიდევ ძალიან კარგი ცენტრფორვარდი, რომლის სახელი დამავიწყდა... თუმცა დარწმუნებული იყავით: "ნეფთჩი" აზრზე არაა, რამდენად ძლიერია "ზესტაფონი".
- იმის თქმა გინდათ, რომ ქართველებს შანსი მეტი აქვთ?
- დაახლოებით თანაბარი გუნდებია. ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა კი მხოლოდ პირველი მატჩის შემდეგ შემეძლება, რადგან არცერთი მათგანი საქმეში არ გვინახავს.
ერთი ვიცი, რომ "ზესტაფონი" ბაქოში გოლის გატანას თუ შეძლებს, "ნეფთჩი" ცუდ დღეში აღმოჩნდება.
- რატომ?
- ზესტაფონში სტუმრად თამაში იოლი არაა. ყველაფერთან ერთად, იქ გუნდს გულშემატკივართა დიდი მხარდაჭერა ექნება. სწორედ ამიტომ გირჩევდით, ყურადღება დაცვასაც მიაქციოთ.
- "ნეფთჩის" ლეგიონერებზე - ფლავინიოსა და კანალესზე რაღას იტყვით?
- ამ ფეხბურთელების თამაში ჯერ არ მინახავს. "ზესტაფონი" კი საკმაოდ ძლიერი დაცვით გამოირჩევა, რომელსაც "მენავთობეების" გაჩერება შეუძლია.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, დარწმუნებული ვარ, ამ მატჩს თქვენი ჩემპიონიც კარგად მომზადებული ხვდება და ეს დაპირისპირება ორივე გუნდისთვის თანაბრად რთული იქნება.
- ზოგიერთი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანის ჩემპიონატი საქართველოსაზე ძლიერია. თქვენ ეთანხმებით ამ შეხედულებას?
- აზერბაიჯანის ჩემპიონატის მატჩები ჯერ არ მინახავს, საქართველოში კი ბოლო დროს ბევრი რამ შეიცვალა. დაიწყეს ლეგიონერების მოწვევა, გაიზარდა ადგილობრივი მოთამაშეების დონეც.
არ ვფიქრობ, რომ "ნეფთჩისა" და "ზესტაფონის" დაპირისპირება ამ კითხვას პასუხს გასცემს. ამით მხოლოდ იმას გავიგებთ, ვისი ჩემპიონია უფრო ძლიერი და არა - ჩემპიონატი.
ასევე იხილეთ:
ნეფთჩი VS ზესტაფონი - საქართველოს ჩემპიონი ამბიციებითა და იმედებით იწყებს
რა უხარია ბაქოს "ნეფთჩის" - "ზესტაფონი" ასეთი ხელწამოსაკრავია?
ბუიუქაღა გაჯიევი: "ზესტაფონს" საქმე პირველსავე მატჩში უნდა მოვუთავოთ
ბრუნო ბერტუჩი: 100%-ით ვიცი, ბაქოს "ნეფთჩი" "ზესტაფონის" ბარიერს გადალახავს!
ბაქოს "ნეფთჩის" მცველი: "ზესტაფონს" მინიმუმ ორი გოლი უნდა გავუტანოთ
გიორგი ჭიაბრიშვილი: თუ აზერბაიჯანელები არ გვაფასებენ, მით უკეთესი ჩვენთვის
შოთა არველაძე აზერბაიჯანელებს: "ნეფთჩის" "ზესტაფონთან" იოლი დღე არ ელის
ილია კოკაია აზერბაიჯანელებს: ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა!
ბაქოს "ნეფთჩის" ვიცე-პრეზიდენტი: ვიღაცას ჩვენი მეგობრობის შებღალვა სურს!