არნემის "ვიტესში" მორიგ ქართველს ელიან

AutoSharing Option
ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, აწ უკვე საქართველოს 19-წლამდელთა გუნდის წევრმა ნიკა ახვლედიანმა აგვისტოში "ზუგდიდი" დატოვა.

17 წლის შემტევ ნახევარმცველს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა, ნიკა ჭანტურიასთან და დავით ჯიქიასთან ერთად, გერმანულ "ფრაიბურგში" გასინჯვას სთავაზობდნენ, მანამდე კი ავსტრიულ "რედ ბულში" ვარჯიშობდა.

მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა ძალების მოსინჯვა მერაბ ჟორდანიას არნემის "ვიტესში" სცადა. სავიზო პრობლემები სექტემბერში მოაგვარა და ჰოლანდიის ერედივიზიონის კლუბში ორი კვირა ვარჯიშობდა.

ახვლედიანს კახა კაჭარავა 19-წლამდელთა ნაკრების შეკრებაზე მუდმივად იწვევდა. გუნდი 26 ოქტომბერს ხორვატიაში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ
ციკლში პირველ შეხვედრას მასპინძლებთან ჩაატარებს, მაგრამ მოულოდნელი იყო, ნიკას გვარი ნაკრების 18-კაციან განაცხადში რომ ვერ მოხვდა.

სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ახვლედიანი ნაკრებს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება. ნიკა ბოლოს "ზუგდიდში" ვარჯიშობდა და ნაკრებში გამგზავრებამდე მცირე ხნით ადრე, დუბლების შემადგენლობაში 7 ოქტომბერს თბილისის "დონამოსთან" შეხვედრისას კოჭი გადაუტრიალდა.

19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საინტერესო ამბავი გაგვანდო:

"როგორც ვიცი, ნიკა ჰოლა
ნდიაში იმყოფებოდა და "ვიტესში" გასინჯეს. მერე საქართველოში კი დაბრუნდა, მაგრამ არნემულ კლუბში ისევ ელოდნენ. ზუგდიდურ კლუბში იმიტომ ვარჯიშობდა, დრო რომ არ დაეკარგა და ფორმიდან არ ამოვარდნილიყო.

სამწუხაროდ, დაშავდა და დღემდე ვერ ვარჯიშობს. არადა, ბავშვს ხორვატიაში წამოსვლა და გუნდის დახმარება ძალიან სურდა. ბოლოს მთხოვა, იქნებ მაინც ვივარჯიშო და რამე გამომივიდესო.

ამ შანსზე უარს როგორ ვეტყოდი, ბავშვი მონდომებუ
ლი იყო და იმედს ხომ არ მოვუკლავდი, მაგრამ კოჭი ძალიან აწუხებდა, ვარჯიში ვერ შეძლო და გული დამწყდა - ნიკა მართლაც ნიჭიერი ბიჭია. თუმცა, იმედია, მალე მომჯობინდება, "ვიტესშიც" ჩაირიცხება და ქართულ ფეხბურთში თავის სიტყვას იტყვის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული