ახლაც რუსეთის პრემიერლიგის მე-14 ტურის მატჩში სტუმრად "კრილია სოვეტოვთან" ჯანო მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა, შეხვედრის მიწურულს კი ბრწყინვალე გოლი შეაგდო და საბოლოო ანგარიში (5:0) დააფიქსირა.
რუსეთში ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ახალგაზრდა ნიჭიერ ქართველს მეტი სათამაშო დრო რომ ჰქონდეს, "სპარტაკს" სარგებელსაც მეტს მოუტანდა.
ამჯერად მასზე აზრის გამოთქმა რუსეთის ნაკრების (1999-2002) ყოფილ მწვრთნელს მიხაილ გერშკოვიჩს ჰკითხეს.
"ჯანო კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ძალიან აწვალებენ.
ჯანოს სათამაშო პოტენციალი აშკარაა, მაგრამ ამას თან თავდაჯერების ნაკლებობა და თუნდაც მცირე შეცდომის დაშვების შიში სდევს - დამაყენებენ მომდევნო მატჩში შემადგენლობაში?
ვფიქრობ, ეს წმინდა ფსიქოლოგიური მომენტია. თუკი ჯანოს გარშემო ნორმალური გარემო შეიქმნება, ის განვითარებას გააგრძელებს”, - განაცხადა რუსეთში ცნობილმა სპეციალისტმა.
ასევე იხილეთ:
ლეგიონის უქმეები: ჯანო ანანიძის, ლევან ყენიასა და ნიკა ძალამიძის გოლები [VIDEO]
ჯანო ანანიძე - გაიტანა ისე, როგორც ამას დიადი ოსტატები აკეთებენ [VIDEO]
რუსი ჟურნალისტი: ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკის" მთავარი ტვინი უნდა გახდეს!
ჯანო ანანიძე ევროპის საუკეთესო ახალგაზრდებში დაასახელეს
უნაი ემერი: ჯანო ანანიძე კარგ ფორმაშია
ჯანო ანანიძე: როდესაც ძირითადში ხშირად ვითამაშებ, ჟურნალისტთა კითხვებს პასუხს მაშინ გავცემ