გამოკითხვის შედეგების შეჯამების შემდეგ გაირკვა, რომ მე-14 ტურში საუკეთესო ჯანო ანანიძეა.
შეგახსენებთ, მოსკოვის "სპარტაკის" ქართველმა ნახევარმცველმა სამარის "კრილია სოვეტოვთან" გასვლით მატჩში მხოლოდ მეორე ტაიმი ჩაატარა, მეტოქის კარში ეფექტური გოლი გაიტანა და ნაყოფიერი თამაშით გამოირჩა.
რაც შეეხება თვით გამოკითხვას - ოთხი გამოკითხული სპეციალისტიდან ჯანოს პირველი ადგილი "სპარტაკისა" და ცსკა-ს ყოფილმა ფეხბურთელმა ევგენი ბუშმანოვმა მიაკუთვნა, ხოლო მეორე - "სპარტაკის" ვეტერანმა ვალერი რეინგოლდმა.
ხუთი გამოკითხული ჟურნალისტიდან ანანიძე ორის რჩეული გახდა, ორმაც იგი მეორე ადგილზე დაასახელა. გულშემატკივართა გამოკითხვაში კი ჯანო 18 პროცენტით მეორე პოზიციაზე გავიდა.
ქულათა დაჯამების შემდეგ ანანიძემ პირველი ადგილი სოლიდური უპირატესობით დაიკავა. ცნობისთვის, ჯანომ ვლადიმირ დიადიუნი (რუბინი), ალექსეი იონოვი (ყუბანი), ლასინა ტრაორე (ანჟი) და სხვები ჩამოიტოვა.
მოკლედ, ისღა დაგვრჩენია, ჯანოს კიდევ უფრო დიდი წარმატებები ვუსურვოთ. ბოლო დროს "სპარტაკში" მისი საქმეები აშკარად უკეთ მიდის და იმედია, მისი თამაში უახლოეს მომავალში კიდევ უფრო დიდ რეზონანსს გამოიწვევს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"იმედია, ჯანო ანანიძე "ბენფიკასთან" პირველივე წუთებიდან ითამაშებს"
ჯანო ანანიძეს მოსკოვის "სპარტაკში" ფსიქოლოგიურად წნეხავენ?!
ლეგიონის უქმეები: ჯანო ანანიძის, ლევან ყენიასა და ნიკა ძალამიძის გოლები [VIDEO]
ჯანო ანანიძე - გაიტანა ისე, როგორც ამას დიადი ოსტატები აკეთებენ [VIDEO]
რუსი ჟურნალისტი: ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკის" მთავარი ტვინი უნდა გახდეს!
ჯანო ანანიძე ევროპის საუკეთესო ახალგაზრდებში დაასახელეს
უნაი ემერი: ჯანო ანანიძე კარგ ფორმაშია
ჯანო ანანიძე: როდესაც ძირითადში ხშირად ვითამაშებ, ჟურნალისტთა კითხვებს პასუხს მაშინ გავცემ