ბაქარ მირცხულავა: ნაკრების შეკრება და იქ ვარჯიში მომენატრა

AutoSharing Option
ანტალიურ შეკრებაზე კიშინიოვის "ზიმბრუმ" პირველი საკონტროლო შეხვედრა ითამაშა. მოლდოვურმა კლუბმა, სადაც სამი ქართველი ირიცხება, აზერბაიჯანულ "ხაზართან" 1:2 წააგო.

გუნდის ქართველი ახალწვეული კოტე გაბაშვილი, ეტყობა, მართლაც კარგ ფორმაშია. თავსხმა წვიმაში ჩატარებულ მატჩში კიშინიოველები პირველ ტაიმში სწორედ მან დააწინაურა.

"ზიმბრუს" სამივე ქართველმა: გაბაშვილმა, ბაქარ მირცხულავამ და თორნიკე სტეფნიაშვილმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს - ბოლო ორმა სრულად ითამაშა, გაბაშვილი კი 75-ე წუთზე შეცვალეს.

ბაქარ მირცხულავა "ლელოსთან" ამბობს, რომ მოლდოვურ კლუბში შეკრება ძალიან წაადგა:

"ორი კვირა იქნება, რაც "ზიმბრუში" ვემზადები. ანტალიაში, "ხაზარის" გარდა, კიდევ
4 საკონტროლო შეხვედრას ჩავატარებთ, შემდეგ კი რუმინეთში 2 თამაში გვექნება.

დაიწყება მოლდოვის ჩემპიონატი და დარწმუნებული ვარ, ფორმის აღდგენას მოვახერხებ, რადგან უკეთესობას უკვე ვგრძნობ და ნელ-ნელა ძველ კონდიციებს ვიბრუნებ.

იმედია, რომ მერე ახალგაზრდულ ნაკრებში შანსს ისევ მომცემენ... სულ ნაკრებებში ვიყავი, სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში 40-ზე მეტი თამაში მაქვს ჩატარებული და ბუნებრივია, თამაში ისევ მინდა.

უკვე 2 წელია, რაც ნაკრებში აღარ მიძახებენ, რადგან საქართველოში დაბრუნებულს არ მითამაშია და დრო გამიცდა. არადა, ნაკრების შეკრება და იქ ვარჯიშიც მომენატრა.

საერთოდ, "ზიმბრუში" დიდი ხნით დარჩენა არ მსურს და უფრო მაღალ დონეზე ვფიქრობ. თუმცა დიდი ხნის უთამაშებლობის შემდეგ ესეც კარგი ვარიანტია და ახლა ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბაქარ მირცხულავა: ევროპული აღზრდა საქართველოში გამოუსადეგარია
ბაქარ მირცხულავა და კოტე გაბაშვილი კიშინიოვის "ზიმბრუმ" დაიტოვა
კიშინიოვის "ზიმბრუში" ქართველების სიმრავლეა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული