ხანგრძლივი შესვენების შემდეგ "ალანიას" შემადგენლობაში გამოჩნდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჭანტურია. ის მოედანზე შესვენების შემდეგ შევიდა - ეს იყო გიორგის მიერ "ალანიას" შემადგენლობაში ჩატარებული მე-3 მატჩი.
მცირე ხნის წინათ პოპულარულმა იტალიურმა გამოცემა "ტუტოსპორტმა" გაავრცელა ცნობა, თითქოს ჭანტურიას გადაბირება სერია A-ს "ტორინოს" სურს.
Sportall.ge-სთან საუბარში ჭანტურიამ ეს ამბავი იუცხოვა, თუმცა თქვა, რომ იტალიაში დაუფიქრებლად გადავიდოდა.
19 წლის ქართველის სატრანსფერო უფლებები არნემის "ვიტესს" ეკუთვნის, რომლის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანიაა.
"ლელომ" ახალი
ზაფხულში კი გიორგის იტალიაში გადასვლის საკითხი განიხილება. ესაა ყველაზე საინტერესო - ლაპარაკია არა მხოლოდ "ტორინოზე", არამედ "კალიარიზე".
და კიდევ: კვლავ გააქტიურდა "ჯენოა", რომელიც შარშან მზად იყო, ჰოლანდიური კლუბიდან ქართველი თავდამსხმელის გამოსასყიდად 4 მილიონი ევრო გადაეხადა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გიორგი ჭანტურია: სერია A-ში დაუფიქრებლად გადავიდოდი
გიორგი ჭანტურიას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
გიორგი ჭანტურია: ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ "ვიტესში" აღარ დავბრუნდე!
გიორგი ჭანტურია: ყველაფერი ვლადიმერ გუცაევმა გამიკეთა
გიორგი ჭანტურია: საქართველოს ნაკრებს კარგი მწვრთნელი სჭირდება! [VIDEO]
"გამოჩნდა ბარსელონური ტექნიკა" - გიორგი ჭანტურია გაზაევსაც მოსწონს [VIDEO]
გიორგი ჭანტურია: "ბარსელონაში" დარჩენას მთავაზობდნენ, მაგრამ არ ვისურვე