ბაქარ მირცხულავას "ზიმბრუში" გატანილი პირველი გოლი "ჩამოაწერეს" [VIDEO]

AutoSharing Option
აშკარაა, რომ ბაქარ მირცხულავამ ჩავარდნა დაძლია და თანდათან ფორმაში შედის.

ლისაბონის "ბენფიკას" დუბლშემადგენლობის ყოფილ კაპიტანს ქუთაისის "ტორპედოს" დუბლებში ათამაშებდნენ, მერე უგუნდოდ დარჩა და მთელი ცხრა თვე სათამაშო პრაქტიკას იყო მოკლებული.

მირცხულავა კიშინიოვის "ზიმბრუში" წელს, ზამთარში ჩაირიცხა. თავიდან ფრთხილად ეკიდებოდნენ, შემადგენლობაშიც პერიოდულად ხვდებოდა, მაგრამ ბოლო ტურებია, მუდმივად ძირითადში ათამაშებენ.

ბოლო ტურში კი მოლდოვის ჩემპიონატში პირველი გოლიც გაიტანა.

"ზიმბრუმ" გასვლაზე ატაკის "ნისტრუს" 3:0 მოუგო. Soccerway-ის სტატისტიკურ მონაცემებში 73-ე წუთზე გატანილი მეორე გოლის ავტორად ოლეგ ანდრონიკი წერია. თუმცა "მოლდფუტბოლის" ვიდეომიმოხილვაში გამოჩნდა, რომ ბურთი
კარში მირცხულავამ გაგზავნა და ეს ამბავი თავად ფეხბურთელმაც დაგვიდასტურა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამავე დროს, 20 წლის ცენტრალურმა მცველმა საინტერესო ამბავი გაგვიმხილა: მირცხულავამ "ზიმბრუს" ხელმძღვანელობასთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც, ზაფხულში კონტრაქტს გაწყვეტს და საკომპენსაციო თანხას არ მოსთხოვენ.

ჩვენი ინფორმაციით, ნიჭიერი ქართველით რამდენიმე კლუბი უკვე დაინტერესდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბაქარ მირცხულავა: შეცდომა იყო, "ბენფიკასთან" ხელშეკრულება რომ გადავხიე
ბაქარ მირცხულავა: ყველაზე მეტად ის მაგიჟებს, მატჩის შემდეგ მწვრთნელი რომ ბოდიშს მიხდის
ბაქარ მირცხულავა: ნაკრების შეკრება და იქ ვარჯიში მომენატრა
ბაქარ მირცხულავა: ევროპული აღზრდა საქართველოში გამოუსადეგარია
ბაქარ მირცხულავა და კოტე გაბაშვილი კიშინიოვის "ზიმბრუმ" დაიტოვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული