გიორგი ჭანტურია: ქართველები შეურაცხყოფას კაცურად ვპასუხობთ

AutoSharing Option
ვლადიკავკაზის "ალანიას" ქართველი თავდამსხმელი გიორგი ჭაბტურია რუსეთის ჩემპიონატის 2012/13 წლების სეზონის რეკორდსმენი გახდა.

ჭანტურიამ 8-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, რაც ჩემპიონატის ამ სეზონში პირველი შემთხვევაა.

"ძალიან ვწუხვარ, რომ რუსეთის ჩემპიონატში ჩემი კარიერა ასე დასრულდა, თუმცა, მეორე მხრივ, დარწმუნებული ვარ, მეორედ რომ მომხდარიყო მსგავსი რამე, სხვანაირად მოვიქცეოდი.

არ ვფიქრობ, რომ მომხდარში მხოლოდ მე ვარ დამნაშავე. ეს იყო საპასუხო რეაქცია დინამოელების უხეშობაზე.

ქართველები ამაყი ერი ვართ და ნებისმიერ შეურაცხყოფას კაცურად ვპასუხობთ. ზუსტად ასე მოვიქეცი კოკორინთან სიტუაციაში.

ეს არ იყო დამოკიდებული მეტოქეზე, სათამაშო ადგილზე. ეს
შეიძლებოდა ჰოლანდიაში ან საქართველოშიც მომხდარიყო. ყველამ საკუთარ საქციელზე პასუხი უნდა აგოს.

როცა არბიტრმა წითელი ბარათი მაჩვენა, დავფიქრდი, თუმცა არა დისკვალიფიკაციაზე, საჯარიმო სანქციებსა
და ჩემს კარიერაზე რუსეთის ჩემპიონატში, არამედ იმაზე, რომ "ალანია" დავაღალატე, სადაც პირველივე დღიდან კარგი პირობები შემიქმნეს. ამიტომ, ბიჭებო, მაპატიეთ!

ხშირად გამახსენდებით ჰოლანდიაში, "ვიტესში", სადაც იჯარის დასრულების შემდეგ უნდა დავბრუნდე",
- თქვა ჭანტურიამ "სოვეტსკი სპორტთან" საუბარში.

შეგახსენებთ, ვლადიკავკაზის "ალანიასა" და მოსკოვის "დინამოს" შეხვედრაში გაწევ-გამოწევის დროს ქართველ ფეხბურთელს ალექსანდრ კოკორინმა სახეში გაარტყა. ჭანტურიამ კოკორინს ხურდა მალევე დაუბრუნა - დრო იხელთა თუ არა, ჩაარტყა და შეაფურთხა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
"დინამოს" პრეზიდენტი: მაგ ქართველს ხელს გავარტყამდი კი არა, მოვკლავდი!
რუსეთის სადისციპლინო კომიტეტმა ყველაზე მკაცრად გიორგი ჭანტურია დასაჯა
რუსი კომენტატორი გიორგი ჭანტურიაზე: ქართველი უნახავივით მოიქცა!
ლეგიონის უქმეები: რუსეთის უმთავრესი სკანდალის გმირი ქართველია
გიორგი ჭანტურია: ალბათ, ჰოლანდიაში დაბრუნება მომიწევს [VIDEO]
გიორგი ჭანტურიამ და რუსმა ფეხბურთელმა მოედანზე იჩხუბეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 28 /
ჭანტურია გირსი იყავი შენი მოჩრილი ტავიტ ვინმე სკინხედს Fეხბურთი ეთამაშA
gio
27 ივლისი 2013 03:53
0
არც ვაჟკაცური იყო და არც ქართული მაგის საქციელი, სუფთა ციცინოსავით მოიქცა :D ერთი მოხვდა გაშლილი ხელი და გაწვა მინდორზე :D :D
baraba111
01 ივნისი 2013 11:32
0
სწორი და ქართული კაცური საქციელის მე ვერაფერი შევატყე ამის საქციელს
baraba1
01 ივნისი 2013 11:28
0
მიხარია,რომ აქ დიდი უმრავლესობა ღირსების მქონე მამაკაცია. არა აქვს მნიშვნელობა, ასაკით რამხელაა.
ციბა
31 მაისი 2013 19:37
0
სამწუხაროდ ამ ახალგაზრდისგან დიდი ფეხბურთელი ვეღარ დადგება. ასე ნაღდი სპორცმენები არ იქცევიან. სამწუხაროა, რადგან მოლოდინი დიდი იყო, ისრ როგორცა ყენიას შემთხვევაში.
kako
31 მაისი 2013 11:58
0
გიორგი ახლავე მოინანიე შენი საქციელი და აღსარება ჩააბარე მამა იაკობს,ან მიტროპოლიტ ანთიმოზს!
mimtevebeli
30 მაისი 2013 09:55
0
გიორგი.....ვის არ შეშლია( მეც ბლომად) მერე რა რო ვერ მოიქეცი სათანადოდ, მაგრამ აპრავდანიეს ნუ ეძებ, ბოდიში მოიხადე და ამით დამთავრდება ყველაფერი.
zaza
29 მაისი 2013 13:44
0
დაარიგოს ვინმემ ეს ბიჭი, თორემ თვითონ ვერ ხვდება რომ უღირსად იქცევა
jelem
29 მაისი 2013 10:34
0
რამდენ თამაში გააძევეს ეს ახალგაზრდა ფეხბურთელი? მარტო ამ ერთ თამაშზე არ არის აქცენტი. ფსიქოლოგი უნდა ამ ახალგაზრდას ჩემი სუბიექტური აზრია.
jorj
29 მაისი 2013 00:27
0
ჭანტურიამ მარტო უღირსი საქციელი კი არ ჩაიდინა, არამედ ყველა ქართველს მოჭრა თავი. რუსულ პრესაში ინტერვიუში "ამაყად" განაცხადა,ქართველები ამაყი ერი ვართ და ვაჟკაცურად ვპასუხობთ შეურაცყოფასო.ახლა ნახეთ რა ხდება რუსულ საიტებზე,მაგ.ევროსპორტ.რუ:მაგარი ვაჟკაცები ყოფილან ქართველები თუ ზურგიდან დარტყმას და შეფურთხებით ამაყობენო, და ამატებენ 2008 ასე იყოო,მოულოდნელად დაგვესხნენ და მერე ერთმანეთს ასწრებდნენ გაქცევასო. აი სადამდე მიდის მისი ვაჟკაცობა. ფაქტი კი სულ სხვაა ის მივარდა ეცა ფეხბურთელს,მიიღო სილაქი სახეში,დაეცა ძალიან "ლამაზად".პასუხი კი მერე ზურგიდან მიპარვით გასცა. მე მრცხვენია მის მაგივრად,ინტერვიუში მაინც არ ეტრაბახა ვაჟკაცობაზე.
giorgi
28 მაისი 2013 21:25
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული